დღე 1
I სესია - 90 წუთი
ტრენინგის გახსნა და პრე-ტესტი
- სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული (სმა) ინფექციების გავრცელება - მსოფლიოს და საქართველოს მონაცემები;
- სმაი-ს გავრცელების ფაქტორები, ინფექციის გადაცემის ჯაჭვი;
- სმაი-ს აღრიცხვა, შეტყობინება;
- სტანდარტული განსაზღვრება, აღრიცხვა-შეტყობინების წესი, ჟურნალის წარმოების წესი;
- ანტიმიკრობული პროფილაქტიკა და თერაპია, ანტიმიკრობული პრეპარატების პროგრამის შედგენის წესი
- ინფექციის პრევენციის და კონტროლის პროგრამა, მისი შედგენის წესი.
ყავის შესვენება
II სესია - 90 წუთი
- ხელის ჰიგიენა - მულტიმოდალური სტრატეგიის არსი;
- ხელის ჰიგიენის 5 მომენტი;
- ხელის ჰიგიენის ტექნიკა, პრაქტიკული სავარჯიშო;
- ხელის ჰიგიენაზე დაკვირვების მეთოდები, ჯანმო-ს საკონტროლო ფურცელი, შედეგების ანალიზი;
- ხელის ანტისეპტიკური საშუალებების მიმოხილვა;
- უსაფრთხო ინიექციის ძირითადი პრინციპები:
- საინექციო მასალასთან მოპყრობის წესები;
- მედიკამენტებთან მოპყრობის წესები.
- ხელით მიკროორგანიზმების ჯვარედინი გავრცელება - ვიდეორგოლის ჩვენება
III სესია - 30 წუთი
- სტანდარტული უსაფრთხოების ზომები სტომატოლოგიურ დაწესებულებაში, დახასიათება და მნიშვნელობა;
- გადაცემის გზებზე დაფუძნებული უსაფრთხოების ზომების დახასიათება და მათი მნიშვნელობა
IV სესია - 35 წუთი
- ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (იდს) გამოყენების ზოგადი წესები, შერჩევის კრიტერიუმები;
- პრაქტიკული სავარჯიშო:
- ერთჯერადი ხელთათმანების გახდის წესი;
- ქირურგიული ნიღბის მორგების და მოხსნის წესი;
- რესპირატორის მორგების და მოხსნის წესი.
- ფარების და სათვალეების დამუშავების და შენახვის წესი
დღე 2
V სესია - 60 წუთი
- პერსონალის უსაფრთხოება;
- დაზიანების მართვა;
- პოსტექსპოზიციური პროფილაქტიკა:
- B ჰეპატიტის განვითარების რისკისას;
- C ჰეპატიტის განვითარების რისკისას;
- აივ-ინფექციის განვითარების რისკისას;
- სამედიცინო პერსონალის სავალდებულო იმუნიზაცია, ეპიდჩვენებით იმუნიზაცია
ყავის შესვენება
VI სესია - 60 წუთი
- სტომატოლოგიური სამედიცინო მოწყობილობების, საგნების, ინსტრუმენტების დეზინფექცია, მაღალი დონის დეზინფექცია და სტერილიზაციის ზოგადი წესები, დეკონტამინაციის სივრცის ზონირება;
- წინასასტერილიზაციო დამუშავების ეტაპები;
- დეზინფექციის დონეები;
- სპოლდინგის კლასიფიკაცია;
- შრობა, შეფუთვა;
- სტერილიზაციის მეთოდები;
- დამუშავებული სამედიცინო საგნების შენახვის წესები;
- სტომატოლოგიური სავარძლის ასპირაციული სისტემის დასუფთავების წესი;
- სადეზინფექციო საშუალებების სპეციფიკაციები;
- სტერილური ინსტრუმენტების შენახვის პირობები.
VII სესია - 65 წუთი
- სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების ნარჩენების მართვა - საკანონმდებლო მოთხოვნები;
- სამედიცინო დაწესებულებაში წარმოქმნილი ნარჩენების კლასიფიკაცია, სეგრეგაცია, კონტეინერების ფერით მარკირება, ეტიკეტირება, პრაქტიკული ჩვენება;
- რეციკლირებადი ნარჩენები, ნარჩენების პრევენცია;
- შერეული ნარჩენების მართვა;
- დროებითი შენახვა და ტრანსპორტირება, ელექტრონული ანგარიშგება და ჟურნალის წარმოების წესი;
- ნარჩენების გეგმის მნიშვნელობა და გატანის გეგმა-გრაფიკი;
- სხვადასხვა კატეგორიის თხევადი ნარჩენების დაღვრის მენეჯმენტი;
- სახიფათო ნარჩენების ინსენერაცია;
- გარემოსდაცვითი მმართველის როლი.
VIII სესია - 60 წუთი
- სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების გარემოს დასუფთავების მნიშვნელობა, ზოგადი წესები;
- ძირითადი დამაბინძურებლები, ჯვარედინი კონტამინაცია;
- დასუფთავების მეთოდოლოგია, ფერით მარკირების პრინციპები;
- ხშირად შეხებადი ზედაპირების დასუფთავება;
- სანიტარული სივრცის მოწყობის წესი, დასალაგებელი ინვენტარის სპეციფიკაციები;
- დალაგებისთვის განკუთვნილი ქიმიური საშუალებები;
- დალაგების პროცესის მონიტორინგი, დასუფთავების აღრიცხვა.
პოსტ ტესტი და ტრენინგის შეჯამება.