CU დაფინანსება

 

კავკასიის უნივერსიტეტი 2026-2027 აკადემიურ წელს აბიტურიენტებს სწავლის სრული ან თანადაფინანსების საშუალებას აძლევს

 

 

 

სწავლა უფასოდ

 

 

TOP 501

 

კავკასიის უნივერსიტეტი აბიტურიენტებს უფასოდ სწავლის შესაძლებლობას აძლევს. ეს უნიკალური შეთავაზება სრულად უფინანსებს სწავლას მათ, ვინც:

 

პირველ პრიორიტეტად აირჩევს კავკასიის უნივერსიტეტის ნებისმიერ საბაკალავრო პროგრამას;

 

მოხვდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საკონკურსო ქულებით 501 საუკეთესო აბიტურიენტს შორის ქვეყნის მასშტაბით, ისწავლის უფასოდ სრული პროგრამის განმავლობაში.

 

  • 2019 წლიდან ტოპ 501-ის სრული დაფინანსებით 112 სტუდენტი სარგებლობს
  • სტუდენტების სწავლის სრულად დაფინანსებისთვის კავკასიის უნივერსიტეტის მიერ დღემდე განხორციელდა 1 735 360 ლარის ინვესტიცია
  • 2025 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, 501 საუკეთესო აბიტურიენტს შორის მოხვდნენ აბიტურიენტები, რომელთა საკონკურსო ქულა 2112-დან 2308.8-მდე მერყეობდა

 

*ტოპ 501-ის დაფინანსება არ ვრცელდება ერთობლივ პროგრამებზე, რომლებიც ხორციელდება პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად.

 

 

სწავლა თანადაფინანსებით

 

 

CU გრანტი 

 

 

კავკასიის უნივერსიტეტი აბიტურიენტებს თანადაფინანსებით სწავლის შესაძლებლობას აძლევს. ეს შეთავაზება ნაწილობრივ უფინანსებს სწავლას მათ, ვინც: პირველ პრიორიტეტად აირჩევს კავკასიის უნივერსიტეტის ნებისმიერ საბაკალავრო პროგრამას და მოიპოვებს XXXX საკონკურსო ქულაზე მეტს, მიიღებს შიდა სასწავლო გრანტს სრული პროგრამის განმავლობაში. 

 

  • 2015 წლიდან CU გრანტის დაფინანსებით 1 092 სტუდენტი სარგებლობს
  • სტუდენტების სწავლის დაფინანსებისთვის კავკასიის უნივერსიტეტის მიერ დღემდე განხორციელდა 9 405 080 ლარის ინვესტიცია

 

*CU გრანტი არ ვრცელდება ერთობლივ პროგრამებზე, რომლებიც ხორციელდება პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად.

 

დაფინანსების სხვა შესაძლებლობები

          
კურსის რეიტინგული სამეული

 

100%, 50% და 30%-იანი დაფინანსება ყველა სკოლის თითოეული კურსის TOP სამეულს.

 

სასწავლო ვაუჩერები

 

წლის განმავლობაში აბიტურიენტებისთვის გაიმართება კონკურსები - გამარჯვებულებს გადაეცემათ სასწავლო ვაუჩერები, რომლითაც ისინი სწავლის დაფინანსებას შეძლებენ.