მესამე სამუშაო შეხვედრა პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისათვის“ ფარგლებში (INTEGRITY)

11 ნოემბერი 2019

                                                

 

 

31 ოქტომბერსა და 1-ლ ნოემბერს საერთაშორისო პროექტების მენეჯერმა, აკაკი კაპანაძემ, მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, თამთა ბუთხუზმა და აკადემიური წერის ლექტორმა, მადონა გიორგაძემ მონაწილეობა მიიღეს პროექტის „Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისათვის“ კონსორციუმის მესამე სამუშაო შეხვედრაში, რომელიც გაიმართა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში.  

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროექტის ევროპელი პარტნიორები და პროექტის კონსორციუმის წევრი 12 უმაღლესი სასწავლებელი საქართველოდან.

 

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს პროექტის შემდგომი ნაბიჯები და სამოქმედო გეგმა. ასევე ჩატარდა პრეზენტაციები პლაგიარიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიასთან დაკავშირებით.

 

პროექტის მიზანია, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისა და სწავლების, შეფასების ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. ასევე, პროექტი მიზნად ისახავს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, აღმოფხვრასა და პრევენციას საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.