კონკურსი Erasmus + Jan Monnet Networks-ის პროექტის „ევროპასთან დაკავშირება პერიფერიაში“ ფარგლებში

10 იანვარი 2021

 

 

გაცნობებთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი Erasmus + Jan Monnet Networks-ის პროექტის „ევროპასთან დაკავშირება პერიფერიაში“ (Linking “Europe at the Periphery“) ფარგლებში მართავს დღენახევრიან სემინარს "Experiencing Europe", რომელზეც იწვევს მკვლევრებს, დოქტორანტებს, ასევე სხვა ექსპერტებს სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სხვადასხვა დარგიდან.


სემინარზე აქცენტი გაკეთდება ისეთ საკითხებზე, თუ როგორ აღიქმება და რა გავლენას ახდენს ევროპა ზოგადად და ევროკავშირი, უფრო კონკრეტულად, პერიფერიის ქვეყნებისა და საზოგადოებების ყოველდღიურობაზე. სემინარის მეორე ნაწილი დაეთმობა ტუბინგენის უნივერსიტეტის პროფესორის, თომას დიესის ლექციას თემაზე: „Ambiguities of Europe: Reimaginations of Identity, Borders and Societal Orders".


სემინარი ჩატარდება 2021 წლის 29-30 მარტს პროგრამა Zoom-ის დახმარებით. 

 

სემინარის ორგანიზატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. სემინარის ფორმატის ცვლილება დამოკიდებულია COVID 19-თან დაკავშირებულ ეპიდვითარებაზე. იმ შემთხვევაში, თუ სემინარი გაიმართება არადისტანციურ რეჟიმში, საორგანიზაციო მხარე დაფარავს ლანჩის, ყავის შესვენებებისა და სემინარის მონაწილეთა განთავსების ხარჯებს.

 

პროექტი არ ფარავს მგზავრობის ხარჯებს.

 

დაინტერესებულმა პირებმა 2021 წლის 15 იანვრის ჩათვლით უნდა გაგზავნონ მოკლე აბსტრაქტი (250 სიტყვის მოცულობით, ინგლისურ ენაზე) ელ-ფოსტაზეexperiencing.europe@iliauni.edu.ge


სემინარში მონაწილეობა უფასოა. სემინარის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.



დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, იხილეთ დანართი ფაილი ან/და დაუკავშირდით ორგანიზატორებს (ანა მიქაუტაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ელფოსტა: ana.mikautadze.1@iliauni.edu.ge ).

 

“Experiencing Europe” განაცხადი.

 

წარმატებას გისურვებთ!