ევროკავშირის Erasmus+ პროექტის „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში (SQUARE)“დასკვნითი კონფერენცია

28 დეკემბერი 2023

 

11-12 დეკემბერს, ევროკავშირის Erasmus+ პროექტის „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში (SQUARE)“ფარგლებში, გაიმართა  საერთაშორისო დასკვნითი კონფერენცია „მესამე მისიის როლი უნივერსიტეტებში - ადგილობრივი და გლობალური პერსპექტივა“. პროექტის ეროვნულ  და საერთაშორისო პარტნიორებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

 

კონფერენციის ფარგლებში, პროექტში ჩართულმა უნივერსიტეტებმა და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს  დეტალური ინფორმაცია  მესამე მისიისა და ინტერნაციონალიზაციის მიზნების  სხვადასხვა ასპექტებისა და  მათი პრაქტიკული გამოცდილების შესახებ. ასევე,  მონაწილეებმა იმსჯელეს  საერთაშორისო და ადგილობრივი გამოწვევებზე , ხარისხის შეფასების განახლებულ სტანდარტებსა და განსახორციელებელ გეგმებზე  მესამე მისიის მიზნების მისაღწევად.

 

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა რამდენიმე პანელური დისკუსია. კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან, არქიტექტურის სკოლის დეკანმა მარიამ მენაბდემ პანელური სესიაზე -  „ცოდნის დემოკრატიზაცია - საზოგადოების გავლენა“  ისაუბრა არქიტექტურისა და დიზაინის სკოლების როლზე და პერსპექტივაზე მესამე მისიისფარგლებში  . გარდა ამისა, უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორმა, ისტორიის დოქტორმა გურანდა ჭელიძემ  წარადგინა მოხსენება უნივერსიტეტის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ და განიხილა Erasmus+ ჟან მონეს პროექტის “ევროპული სწავლების სამკუთხედი” (TEESS), მიღებულ შედეგები  და რეკომენდაციები გრძელვადიან პერსპექტივაში.

 

პროექტის მთავარი მიზანია საუნივერსიტეტო მესამე მისიის საქმიანობის გაუმჯობესება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. პროექტის განმავლობაში მიმდინარეობდა უნივერსიტეტების 3M-ის აქტივობების აღწერა, ანალიზი, სტრატეგიული დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება, უნივერსიტეტის უმაღლესი მენეჯმენტისა და პერსონალის შესაძლებლობების გათვალისწინებით.

 

პროექტ SQUARE-ის კოორდინატორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტში ჩართულია 8 ქართული და 3 ევროპული უნივერსიტეტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

 

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიეთ პროექტის ვებ-გვერდს.