Erasmus+ ჟან მონეს კათედრის ფარგლებში “ევროპის კავშირი მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის” (Jean Monnet Chair 101175522 - EU-PPS), 2026 წლის შემოდგომის სემესტრში მიმდინარეობს ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე კათედრით გათვალისწინებული სალექციო კურსების სწავლება:
- ევროპის თანამედროვე ისტორია - XIX ს. 70-იანი წლებიდან დღემდე (პროფ. გ. ჭელიძე)- ორშაბათი, 18:00, 22 სტუდენტი;
- ევროკავშირის სამართალი (პროფ. გ. ჭელიძე)-სამშაბათი, 18:00, 21 სტუდენტი.
სალექციო კურსებზე სულ რეგისტრირებულია 43 სტუდენტი. თითოეულ სასწავლო კურსზე სასწავლო პროცესი მოიცავს 30 საათს.
სწავლება სალექციო კურსებზე მიმდინარეობს ჟან მონეს კათედრის ფარგლებში მომზადებული და დამტკიცებული სილაბუსებით.
