გაცნობებთ, რომ ევროკომისიის დაფინანსებით Interreg NEXT Black Sea Basin პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა საგრანტო კონკურსი.
სიახლეები
მარ
ლექციები ჟან მონეს მოდულის ფარგლებში 2023, გაზაფხულის სემესტრი
2022 წელს, ერასმუს+ ჟან მონეს აქტივობების კონკურსში, გაიმარჯვა კავკასიის უნივერსიტეტის, კერძოდ, კავკასიის სამართლის სკოლის მოდულმა „სამართლის პროგრამების ევროპეიზაცია საქართველოში“ (Jean Monnet Module: 101084764 — EU-LP-GE).
მარ
ერაზმუს+-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის კონსორციუმის პირველი ეროვნული შეხვედრა
1-ელ მარტს, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის: ,,კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა ქართულ უნივერსიტეტებში -კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა” (ETHICS) - კონსორციუმის პირველი ეროვნული შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
მარ
კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა ქართულ უნივერსიტეტებში - კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა (ETHICS)
Erasmus+ 2022 ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა პირველი ეროვნული სტრუქტურული რეფორმის პროექტი: ,,კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა ქართულ უნივერსიტეტებში - კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა” (ETHICS). აღნიშნული პროექტის პარტნიორია კავკასიის უნივერსიტეტი.
მარ
კონფერენცია Erasmus+-ის პროექტის „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“
6-7 მარტს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, Erasmus+-ის პროექტის „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“ (SQUARE) ფარგლებში, ორდღიანი კონფერენცია გაიმართა.
თებ
პროექტის - „გასტრონომიული ცოდნის ბანაკი“ - დასკვნითი შეხვედრა
8 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში, პროექტ „გასტრონომიული ცოდნის ბანაკის“ დასკვნითი შეხვედრა გაიმართა.
თებ
ლუის არუფატის ლექცია - გასტრონომიული ტენდენციები ტკბილ სამყაროში
8 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიბრარეაში“, პროექტის „გასტრონომიული ცოდნის ბანაკის“ ფარგლებში, ლუის არუფატის ლექცია გაიმართა.
თებ
„შეფების ფორუმი“
7 თებერვალს, პროექტ „გასტრონომიული ცოდნის ბანაკის“ დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში, „შეფების ფორუმი“ ელიტ ელექტრონიქსის სამზარეულოში გაიმართა.
თებ
პროექტი „გასტრონომიული ცოდნის ბანაკი“ - მესამე მიღება
4 და 5 თებერვალს, პროექტის „გასტრონომიული ცოდნის ბანაკის“ ფარგლებში, მესამე მიღების მონაწილეებისთვის ტრენინგები ჩატარდა, რომელსაც პროექტის პირველ ნაკადში შერჩეული საუკეთესო შეფ-მზარეულებიდან ერთ-ერთი შეფი უძღვებოდა.
დეკ
ერაზმუს+ პროექტ E-PSY-ის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი გაიხსნა
28 დეკემბერს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (E-PSY)" ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი გაიხსნა.