სიახლეები

11
ოქტ
ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე კავკასიის უნივერსიტეტში

10 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საჯარო ლექცია გაიმართა. 

 

28
სექ
ლექციები ჟან მონეს მოდულის ფარგლებში 2023, შემოდგომის სემესტრი

2022 წელს, ერასმუს+ ჟან მონეს აქტივობების კონკურსში, გაიმარჯვა კავკასიის უნივერსიტეტის, კერძოდ, კავკასიის სამართლის სკოლის მოდულმა „სამართლის პროგრამების ევროპეიზაცია საქართველოში“ (Jean Monnet Module: 101084764 — EU-LP-GE).

08
სექ
ჟან მონეს მოდულის "EU-LP-GE" 2022-2023 სასწავლო წლის შესრულების ანგარიში

8 სექტემბერს, 10:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში, მმართველი საბჭოს სხდომაზე, მოსმენილ იქნა ჟან მონეს მოდულის შესრულების ერთი წლის ანგარიში. პრეზენტაცია 2022-2023 სასწავლო წლის საქმიანობასთან დაკავშირებით წარადგინეს პროფესორებმა ეკატერინე ქარდავამ და გურანდა ჭელიძემ.

11
ივლ
კავკასიის უნივერსიტეტი საგრანტო პროექტის - „მედიაწიგნიერების ევროპული მოდელების ინტეგრირება ქართულ აკადემიურ სფეროში“ - გამარჯვებულია

კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლამ,  განათლების სკოლასთან თანამშრომლობით გაიმარჯვა ჟან მონეს მოდულის კონკურსში სახელწოდებით -„მედიაწიგნიერების ევროპული მოდელების ინტეგრირება ქართულ აკადემიურ სფეროში“. პროექტის ავტორი გახლავთ კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი ჯოლოგუა.

11
ივლ
CU-ის პროფესორის პროექტი - „ქალთა გაძლიერება კიბერუსაფრთხოებაში ევროკავშირის გამოცდილების საშუალებით“ - ევროკავშირის მიერ დაფინანსდა

კავკასიის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელის და პროფესორის მაქსიმ იავიჩის პროექტი - „ქალთა გაძლიერება კიბერუსაფრთხოებაში ევროკავშირის გამოცდილების საშუალებით“ - რომელიც ხორციელდება ჟან მონეს მოდულის ფარგლებში, ევროკავშირის მიერ დაფინანსდა.

05
ივლ
კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი ქ. ბათუმში, პროექტ E-PSY-ის ფარგლებში

26-30 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა, დავით ნატროშვილმა, ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა მაია მაჭავარიანმა-წერეთელმა და ფსიქოლოგიის პროგრამის ასისტენტ-პროფესორმა სოსო დოლიძემ მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კვირეულში.

30
ივნ
ევროპის სამართლის ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) საერთაშორისო საზაფხულო სკოლა

26-30 ივნისს, ჩატარდა ევროპის სამართლის ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) საერთაშორისო საზაფხულო სკოლის - "Modern Features of Human Rights Protection in the Countries of Three Seas" - ლექციები, რომელშიც კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან მონაწილეობდა სახელმწიფო მართვისა და სამართლის სკოლების ლექტორი ბნ. ლევან მესხორაძე.

23
ივნ
კავკასიის უნივერსიტეტის ჟან მონეს წამყვანი ცენტრის ტრენინგი თბილისში

12-15 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის ჟან მონეს წამყვანმა ცენტრმა ევროკავშირის კანონმდებლობის ტრანსპოზიციისთვის (EUPOLTRANS) ჩაატარა მორიგი ინტენსიური, მაღალი დონის ტრენინგ კურსი, ევროკავშირის კანონმდებლობის ტრანსპოზიცია საქართველოში “.

16
ივნ
საინფორმაციო შეხვედრა - როგორ შევქმნათ სტარტაპი ნულიდან?

კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრმა ბათუმის ტექნოპარკში გამართა შეხვედრა თემაზე: „როგორ შევქმნათ სტარტაპი ნულიდან“. ღონისძიებას დაესწრნენ სკოლის მოსწავლეები და დაინტერესებული პირები.

15
ივნ
საინფორმაციო შეხვედრა - როგორ შევქმნათ სტარტაპი ნულიდან?

კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრმა  ოზურგეთის ტექნოპარკში გამართა შეხვედრა თემაზე: „როგორ შევქმნათ სტარტაპი ნულიდან“. ღონისძიებას დაესწრნენ სკოლის მოსწავლეები და დაინტერესებული პირები.