ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან

8 მარტი 2023

7 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, CU-ის სტუდენტებისთვის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც აქვთ სტარტაპ იდეა, ეძებენ გუნდის წევრებს, ვისთან ერთადაც განახორციელებენ არსებულ იდეას. ასევე, სურთ მიიღონ გამოცდილი მენტორების რჩევები, დაესწრონ ტრენინგებსა და ვორკშოპებს, მიიღონ დაფინანსება პროდუქტის პროტოტიპის თუ სტარტაპის შესაქმნელად.

 

ღონისძიებაზე სპიკერებმა: ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის დირექტორი - გიორგი ბურდული; ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის მენეჯერი - ირაკლი სვანიძე - დეტალურად განიხილეს ყველა ის საკითხი, რომელიც ზემოთ აღნიშნულ თემებს შეეხებოდა.

 

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, რომ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.

 

უნდა აღინიშნოს, რომ კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი განახლებული სტრატეგიით და პროგრამით ხელს უწყობს სტარტაპერებს (სტუდენტებს, ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალს) იდეიდან პროდუქტის პროტოტიპამდე, ოპტიმალურ სტარტაპამდე და პირველ მომხმარებლამდე სწრაფად და ეფექტიანად განვითარებაში.

 

დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრს (D32):

ელ.ფოსტა: IECenter@cu.edu.ge

ტელ.: 237 77 77 (418))