დარმშტადტის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი - საერთაშორისო საზაფხულო უნივერსიტეტი 2023

15 მარტი 2023

დარმშტადტის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია (Hochschule Darmstadt University of Applied Sciences, Germany) აცხადებს მიღებას „საერთაშორისო საზაფხულო უნივერსიტეტი 2023“ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
პროგრამის თემატიკაა - მწვანე ენერგიის ეკონომია.

 

პროგრამა ტარდება ორ ეტაპად:

 

ონლაინ სესიები: 20 -26 მაისსა და 2 ივნისს.
დარმშტადტში, მიმღებ უნივერსიტეტში: 9 ივნისი-1 ივლისს.

 

პროგრამაში მონაწილეობის საფასური შეადგენს 1000 ევროს, რომელშიც შედის განთავსება, მასალები, ვიზიტი სხვადასხვა კომპანიებში, დაზღვევა, ექსკურსიები (მათ შორის 4-დღიანი ექსკურსია ბერლინში) და ტრანსპორტით გადაადგილება დარმშტადტში.

 

პროგრამის სტრუქტურასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ დანართი.



მონაწილეობის მსურველმა აქტიურმა სტუდენტებმა, შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე:

  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
  • ინგლისური ენის მინიმუმ B1 დონის დამადასტურებელი ცნობა;
  • ნიშნების ფურცელი (მინიმალური კუმულაციური GPA უნდა შეადგენდეს 3.5-ს).

 

შერჩევის პროცედურა: 

 

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
  • კომისიის მიერ მოხდება შერჩეული კანდიდატების ნომინირება დარმშტადტის უნივერსიტეტში;
  • სტუდენტების საბოლოო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ და ჩარიცხვის წერილის გამოგზავნა.

 

კანდიდატებს განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით, 2023 წლის 1 აპრილის ჩათვლით.


პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია კრედიტების აღიარება. გთხოვთ, გაითვალისწინეთ რომ კრედიტების აღიარება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება პროგრამული შესაბამისობა შემოთავაზებულ კურსებსა და კავკასიის უნივერსიტეტში არსებულ საგნებს შორის. პროგრამაში შერჩევის შემთხვევაში გთხოვთ, პროგრამული შესაბამისობის ნაწილი გამგზავრებამდე გაიარეთ სკოლის ადმინისტრაციასთან.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25.

 

 გისურვებთ წარმატებას!