გაჯა მადას ბიზნეს ქეისების საერთაშორისო კონკურსი 2025

30 აპრილი 2025

გაცნობებთ, რომ გაჯა მადას უნივერსიტეტის, ინდონეზია (Universitas Gadjah Mada, Indonesia) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (FEB) დაინტერესებულ პირებს იწვევს პროგრამაში “Gadjah Mada Business Case Competition 2025 (GAMA BCC)” მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 2025 წლის 12 მაისი - 16 ივლისის პერიოდში.

 

პროგრამის მთავარი თემა: ხედვის გარდაქმნა მდგრადი ბიზნესისთვის ქმედით გადაწყვეტილებებად.

 

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს. ასევე, გაცნობებთ, რომ პროგრამის ფარგლებში გაიმართება შეჯიბრება, რომელშიც მონაწილეობისა და გამარჯვების შემთხვევაშიც, გუნდს გადაეცემა გამარჯვებულთა საერთო პრიზი - 2000 $. 

 

გუნდი უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ 3 ადამიანისგან.

 

პროგრამა ჩატარდება შემდეგ ეტაპებად:

 

  • პირველი ეტაპი: 2025 წლის 12 მაისი (ონლაინ);
  • ბუთქემფი: 2025 წლის 30 მაისი (ონლაინ);
  • მენტორთან სესია: 2025 წლის 14 ივლისი (ადგილზე ჯაკარტაში, ინდონეზია);
  • ფინალი: 2025 წლის 15 ივლისი (ადგილზე ჯაკარტაში, ინდონეზია).

 

საფინალო ეტაპზე შერჩეული სტუდენტები უნდა გაემგზავრნონ ჯაკარტაში, ინდონეზია. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობისა და საცხოვრებლის ხარჯები არ არის დაფარული პროგრამის ფარგლებში. 

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე გაჯა მადას უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: iweek.feb@ugm.ac.id

 

- რეზიუმე გუნდის თითოული წევრისთვის;

- სარეკომენდაციო წერილი სკოლისგან/უნივერსიტეტისგან 

 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2025 წლის 10 მაისი. 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

 

გისურვებთ წარმატებას!