კლაიპედას უნივერსიტეტი, ლიეტუვა, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის აცხადებს კონკურსს ლიეტუვური ენისა და კულტურის საზაფხულო პროგრამაში მონაწილეობისთვის. კურსი ჩატარდება 4 იანვარი - 2 თებერვლის პერიოდში, 2027, ქალაქ კლაიპედაში. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ლიეტუვურ ენას, გაეცნობიან ლიეტუვის კულტურას და შეხვდებიან ადამიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია სტიპენდიის მოპოვება, 962 ევროს ოდენობით, ხოლო პროგრამის ღირებულება სტიპენდიის ფარგლებში მთლიანად დაფინანსდება. დაფინანსება გაიცემა მხოლოდ ფიზიკური მობილობის შემთხვევაში. გთხოვთ, გაითვალისწინეთ რომ დანარჩენ საჭირო ხარჯებს მონაწილე ფარავს თავად.
პროგრამაში მონაწილეობისთვის მისაღებად კანდიდატი უნდა იყოს უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულების სტუდენტი, ლექტორი ან მკვლევარი და წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები, ინგლისურ ან ლიეტუვურ ენაზე:
- პასპორტის ასლი;
- სარეკომენდაციო წერილი;
- კანდიდატის უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულების მიერ გაცემული ოფიციალური ცნობა, რომელიც ადასტურებს სტუდენტის, ლექტორის ან მკვლევრის სტატუსს. ცნობა გაცემული უნდა იყოს განაცხადის წარდგენამდე არაუმეტეს 6 თვით ადრე;
- სამოტივაციო წერილი;
- შესაბამისი დოკუმენტი, თუ კანდიდატი საკუთარ უნივერსიტეტში ფორმალურად ან არაფორმალურად სწავლობს ლიეტუვურ ენას, ისტორიასა და კულტურას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ ონლაინ სააპლიკაციო ფორმა. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 23 ოქტომბერი.
პროგრამისა და სტიპენდიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მოცემულ ბმულს, ან დაუკავშირდით პროგრამის კოორდინატორს მოცემული ელექტრონული ფოსტის მისამართზე: lukc.shmf@ku.lt
გისურვებთ წარმატებას!
