პოლონეთის მთავრობის ახალგაზრდა მეცნიერთა პროგრამა

14 ნოემბერი 2025

ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრი (The East European Studies Centre of the University of Warsaw) გიწვევთ პოლონეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამის რიგით 24-ე გამოშვებაში მონაწილეობის მისაღებად. აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამა მიზნად ისახავს კვლევითი სტაჟირების განხორციელებას პოლონეთის უნივერსიტეტებში.

 

სტიპენდიის გამოყენების პერიოდი: 2026 წლის სექტემბერიდან - 2027 წლის ივნისის ჩათვლით.

 

სტიპენდიის ოდენობა: 1,800 PLN ნეტო თვეში. (≈ 1340 ლარი)

 

სტიპენდია მოიცავს:

 

  • 10 თვიან სამეცნიერო სტაჟირებას შერჩეულ უნივერსიტეტში;
  • პოლონური ენის კურსს ვარშავის უნივერსიტეტში;
  • აკადემიურ ხელმძღვანელს და კვლევითი პროექტის განხორციელების შესაძლებლობას.
  • აკადემიურ ლექციებსა და სემინარებში მონაწილეობას. 

 

აუცილებელი პირობები:

 

  • მონაწილე უნდა იყოს 35 წლამდე
  • უმაღლესი განათლება (მინიმუმ ბაკალავრის/მაგისტრის ხარისხი)
  • მონაწილეები დაინტერესებულები უნდა იყვნენ ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებებით

 

დამატებითი ინფორმაცია პროგრამაში მონაწილეობისა და განაცხადის მომზადების შესახებ იხილეთ მოცემულ ბმულზე.

 

განაცხადების გაგზავნის საბოლო ვადაა 2026 წლის 1 მარტი.

 

დოკუმენტები უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელ.მისამართზე: stypie.studium@uw.edu.pl  



გისურვებთ წარმატებას!