ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრი (The East European Studies Centre of the University of Warsaw) გიწვევთ პოლონეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამის რიგით 24-ე გამოშვებაში მონაწილეობის მისაღებად. აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამა მიზნად ისახავს კვლევითი სტაჟირების განხორციელებას პოლონეთის უნივერსიტეტებში.
სტიპენდიის გამოყენების პერიოდი: 2026 წლის სექტემბერიდან - 2027 წლის ივნისის ჩათვლით.
სტიპენდიის ოდენობა: 1,800 PLN ნეტო თვეში. (≈ 1340 ლარი)
სტიპენდია მოიცავს:
- 10 თვიან სამეცნიერო სტაჟირებას შერჩეულ უნივერსიტეტში;
- პოლონური ენის კურსს ვარშავის უნივერსიტეტში;
- აკადემიურ ხელმძღვანელს და კვლევითი პროექტის განხორციელების შესაძლებლობას.
- აკადემიურ ლექციებსა და სემინარებში მონაწილეობას.
აუცილებელი პირობები:
- მონაწილე უნდა იყოს 35 წლამდე
- უმაღლესი განათლება (მინიმუმ ბაკალავრის/მაგისტრის ხარისხი)
- მონაწილეები დაინტერესებულები უნდა იყვნენ ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებებით
დამატებითი ინფორმაცია პროგრამაში მონაწილეობისა და განაცხადის მომზადების შესახებ იხილეთ მოცემულ ბმულზე.
განაცხადების გაგზავნის საბოლო ვადაა 2026 წლის 1 მარტი.
დოკუმენტები უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელ.მისამართზე: stypie.studium@uw.edu.pl
გისურვებთ წარმატებას!
