კავკასიის განათლების სკოლა

კავკასიის განათლების სკოლის ფორმირებაზე მუშაობა 2018 წლის მარტიდან დაიწყო. სკოლის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში გადაწყდა მუშაობის წარმართვა და საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა განათლების პოლიტიკის, მენეჯმენტის და პედაგოგიკის მიმართულებით, რამეთუ სწორედ ასეთი ფორმატი უზრუნველყოფს თითოეული ამ მიმართულებების სრულფასოვან განვითარებას და ხარისხის უზრუნველყოფას.

 

სკოლისთვის პრიორიტეტია განათლების მაღალი ხარისხი. ამიტომ, იგი ცდილობს შექმნას ისეთი დინამიური გარემო, სადაც სტუდენტები თანამედროვე ცოდნას შეიძენენ და სამყაროში დღეს არსებული ინტელექტუალური გამოწვევებისთვის მოემზადებიან. ამას უზრუნველყოფს სკოლის საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც დასავლეთის წამყვანი უნივერსიტეტების გამოცდილების გათვალისწინებით არის შექმნილი და ქართული და უცხოური სამეცნიერო მიღწევების სინთეზს წარმოადგენს.

 

განსაზღვრული პრიორიტეტებიდან კავკასიის განათლების სკოლის ფორმირების პირველივე ეტაპზე ნაბიჯი პედაგოგიკის მიმართულებით გადაიდგა. კავკასიის ჰუმანიტარულ და სპციალურ მეცნიერებათა სკოლის ფარგლებში განათლების მიმართულების განვითარებაზე პასუხისმგებელმა გუნდმა დაიწყო ზრუნვა „ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის“ (I-VI კლასები) შექმნაზე.

 

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის შექმნაში მობილიზებული იქნა ამ მიმართულებით ყველაზე კვალიფიციური და წარმატებული პროექტის - საქართელოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) მმართველი გუნდი, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ წარმატებულ პროექტებში  გამოცდილი კადრები, რამაც უზრუნველყო, რომ აღნიშნულმა პროგრამამ 2019 წლის 7 მარტს გაიარა აკრედიტაცია 4 წლის ვადით.

 

გამოცდილი და თანამაედროვე გამოწვევებზე ორიენტირებული გუნდის ეფექტური საქმიანობის შედეგად კავკასიის უნივერსიტეტმა 2019 წლისათვის უკვე გამოაცხადა აბიტურიენტთა მიღება „ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე“. ამ ეტაპზე განსაზღვრულია 30 სტუდენტის მიღება.

 

პროგრამის განმხორციელებელი გუნდი, ეყრდნობა რა G-PriEd-ის მრავალწლიან წარმატებულ გამოცდილებას, მაქსიმალურად მზად არის იზრუნოს არა მარტო მომავალი მასწავლებლების მომზადებაზე, არამედ მოქმედ მასწავლებლებს შესთვაზოს  წიგნიერების, მათემატიკის, კრიტიკული აზროვნების, პროფესიული უნარების და ხვადასხვა მიმართულებებით თანამედროვე და ხარისხიანი გადამზადების ტრენინგ პროგრამები.

 

კავკასიის განათლების სკოლის ფორმირებაზე პასუხისმგებელი გუნდი ასრულებს მუშაობას განათლების პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის შემუშავებაზე. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროგრამა საქართველოში ჯერ არ არსებობს და კავკასიის უნივერსიტეტი ამ მიმართულებითაც ნოვატორია.

 

 განათლების პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის შემუშავებაში ჩართული არის განათლების პოლიტიკის შემუშავების, განსაზღვრის, თუ რეალიზების პროცესში სხდასახვა როს ჩართული გამცდილი კადრები, რომელთაც გააჩნიათ ადგილობრივ თუ საერთაშორისო კვლევითი თუ აკადემიური საქმიანობის წარმატებული გამოცდილება. 

 

კავკასიის განათლების სკოლას ფორმირების ეტაპზევე ულვე პარტნიორული ურთიერთობები გააჩნია მრავალ კერძო თუ საჯარო საგანამანათლებლო დაწესებულებასთან ზოგადი თუ უმაღლესი განათლების კუთხით, სხვადასხვა არასამთავრობო ორგზანიზაციებთან თუ საჯარო დაწესებულებებთან.

 

განათლების მიმართულებით კავკასიის უნივერსიტეტის უახლესი გეგმები ორიენტირებულია განათლების მენეჯმენტის და ასევე პედაგოგიკის სხვადასხვა მიმართულებებით საქმიანობის გაგრძელებისაკენ.

 

კავკასიის განათლების სკოლის ფორმირების პროცესი ლოგიურ ეტაპს მიუახლოვდა და უახლოეს მომავალში ის დამოუკიდებელ სტრუქტურულ ავტონომიურ ერთეულად ჩამოყალიბდება.