სასტიპენდიო პროგრამები - აზერბაიჯანის ხაზარის უნივერსიტეტი

11 იანვარი

აზერბაიჯანის ხაზარის უნივერსიტეტში (Khazar University, Azerbaijan) გამოცხადდა სასტიპენდიო პროგრამები 2025/2026 აკადემიური წლისათვის.

 

აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამები განკუთვნილია ქალი სტუდენტებისათვის სამაგისტრო და სადოქტორო სასწავლო საფეხურის პროგრამებზე. თვიური სტიპენდია ფარავს წლიურ გადასახადს, საცხოვრებლის თანხას და ცხოვრების ხარჯებს.

 

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა შევსებული სააპლიკაციო ფორმა და სამოტივაციო ესე უნდა გააგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: admissions@khazar.org  

 

ესეს თემა: “აღწერეთ სიტუაცია ან სიტუაციები, როდესაც შენ გამოავლინე ან შეესწარი ქალის ლიდერობას და როგორ იქონია ამან დადებითი გავლენა“.

 

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

 

  • აპლიკანტი უნდა იყოს ქალი;
  • მაღალი აკადემიური მოსწრება - მინიმალური GPA 3.7;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

 

კანდიდატების დოკუმენტების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 1 ივნისი.

 

აპლიკაციის ფორმის და საჭირო დოკუმენტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს.

 

გისურვებთ წარმატებას!