ლუბლიანას უნივერსიტეტი - ონლაინ სადოქტორო საზაფხულო სკოლა 2025

11 იანვარი

გაცნობებთ, რომ ლუბლიანას უნივერსიტეტის, სლოვენია (University of Ljubljana, Slovenia) ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლა აცხადებს მიღებას ონლაინ სადოქტორო საზაფხულო სკოლის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

 

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დოქტურანტურის სტუდენტებსა და დარგის სპეციალისტებს. პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გამოცდილება გაუზიარონ სხვა ქვეყნის უნივერსიტეტებისა და დაწესებულებების წარმომადგენლებსა და მონაწილეებს.

 

პროგრამის ფარგლებში შემოთავაზებულია კურსები, რომლებიც ჩატარდება მოცემულ თარიღებში:

 

7-11 ივლისი, 2025:

 

 

14-18 ივლისი, 2025:

 

 

შემოთავაზებული პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციის გასავლელად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს.

 

აპლიკაციის დედლაინი: 17 ივნისი, 2025.

 

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაესწრონ ორ კურსს. კავკასიის უნივერსიტეტისთვის, როგორც ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლების საერთაშორისო ასოციაციის (NIBES) წევრისთვის, უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის თითო კურსის ღირებულება შეადგენს 300 ევროს.

 

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლუბლიანას უნივერსიტეტის საკონტაქტო პირს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: short.programmes@ef.uni-lj.si 

 

გისურვებთ წარმატებას!