კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს შეუძლია მობილობით ისარგებლოს უცხოურ უნივერსიტეტში, ერთი კვირიდან მაქსიმუმ 3 თვის განმავლობაში. მობილობის ხანგრძლივობა განისაზღვრება კონკრეტული პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ.
- სიახლეები
- ჩვენ შესახებ
- კონკურსები და სტიპენდიები
- საერთაშორისო თანამშრომლობა
- ისწავლე საზღვარგარეთ
- Erasmus +
- საერთაშორისო გაცვლითი სტუდენტები
- ხარისხის მაძიებელი სტუდენტები
- CU SUMMER SCHOOL 2023
- საერთაშორისო რეიტინგები
- საერთაშორისო აკრედიტაციები
- CU კამპუსი
- International Staff Week 2023
- საკონტაქტო ინფორმაცია
წამსვლელი აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი
პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს:
სრულ განაკვეთზე დასაქმებულ აკადემიურ პერსონალს (ბრძანება/გრძელვადიანი კონტრაქტი), რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის გამოცდილება
ან
კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მყოფ აკადემიურ პერსონალს, რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის გამოცდილება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა აკადემიურმა პერსონალმა შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ინგლისურ ენაზე:
- საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
- CV ევროპასის ფორმით;
- ესე, რომელიც უნდა ასახავდეს კავკასიის უნივერსიტეტში მუაშაობის გამოცდილებას; ინფორმაციას პროექტებისა და პროგრამების შესახებ, რომელშიც აპლიკანტს მონაწილეობა მიუღია კავკასიის უნივერსიტეტთან ერთად ან როგორც კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენელს;
- 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან.
-
წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტი;
- ზემოთ აღნიშნული დეპარტამენტის მიერ მოხდება შერჩეული კანდიდატების ნომინირება;
- შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის/დოკუმენტების მიწოდება მოხდება მიმღები უნივერსიტეტისათვის;
- აკადემიური პერსონალის საბოლო შერჩევა მოხდება მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს.
აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალზე ყოველდღიური სტიპენდიის ოდენობა Erasmus+ სახელმძღვანელოს და მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.
დანია, ირლანდია, ნიდერლანდები, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი - 160 ევრო
ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, საბერძნეთი, საფრანგეთი, იტალია, კვიპროსი, ლუქსემბურგი, უნგრეთი, ავსტრია, პოლონეთი, რუმინეთი, ფინეთი, ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, თურქეთი - 140 ევრო
გერმანია, ესპანეთი, ლატვია, მალტა, პორტუგალია, სლოვაკეთი, იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია - 120 ევრო
ესტონეთი, ხორვატია, ლიტვა, სლოვენია - 100 ევრო
მგზავრობის ხარჯის ანაზღაურება ხდება მშობლიურ და მასპინძელ ქალაქებს შორის არსებული მანძილის შესაბამისად. მანძილის გამოსათვლელად იხელეთ:
Travel Distance Calculator:
Travel distances Top-up amounts
Between 10 and 99 KM: 20 EUR per participant
Between 100 and 499 KM: 180 EUR per participant
Between 500 and 1999 KM: 275 EUR per participant
Between 2000 and 2999 KM: 360 EUR per participant
Between 3000 and 3999 KM: 530 EUR per participant
Between 4000 and 7999 KM: 820 EUR per participant
8000 KM or more: 1300 EUR per participant
შენიშვნა: აღნიშნული სტიპენდიის და მგზავრობის ლიმიტები შეიძლება შეიცვალოს კონკრეტული უნივერსიტეტის ეროვნული რეგულაციების მოთხოვნებიდან გამომდინარე.
2019 წლის გაზაფხულის სემესტრი:
- გივი ამირანაშვილი - Lille Catholic University, France
- გიორგი დათუკიშვილი - Lille Catholic University, France
- თათია ჟორჟოლიანი- Lille Catholic University, France
- დავით ხუციშვილი- Lille Catholic University, France
- ვანო ბენიძე - Lille Catholic University, France
- მაქსიმ იავიჩი- Lille Catholic University, France
- კახა შენგელია - Lille Catholic University, France
- ქეთევან კარბაია - University of Economics in Katowice, Poland
- რუსუდან ჩაჩანიძე - Cracow University of Economics, Poland
- მარია ღლონტი- FH JOANNEUM University of Applied Sciences, Austria
- ირაკლი კუცია - University of Szczecin, Poland
- თინათინ მაღრაძე- Estonian Business School, Estonia
- ანა თავართქილაძე - Estonian Business School, Estonia
- დავით წიკლაური - University of TUSCIA, Italy
- ეკატერინე ქარდავა - Saarland University, Germany
- პაატა ბრეკაშვილი - Warsaw School of Economics, Poland
- კახა შენგელია - University of Economics in Katowice, Poland
- სვეტლანა ქევხიშვილი - University of TUSCIA, Italy
- მარინე მიქელაძე- University of TUSCIA, Italy
- ანა ჩალაძე- University of TUSCIA, Italy
- დავითი პეტრიაშვილი - University of TUSCIA, Italy
- თენგიზ თაქთაქიშვილი - University of TUSCIA, Italy
- თამთა ბუთხუზი- University of TUSCIA, Italy
- ნინო მირუაშვილი- Koc University, Turkey
- სალომე მათიაშვილი - Koc University, Turkey
- თამარი კარბაია- Middle East Technical University, Turkey
- ანა ჩუბინიძე- Lille Catholic University, France
- მარიამ დალაქიშვილი- Lille Catholic University, France
- თინათინ გიორგაძე - Lille Catholic University, France
- თამარ გოგალაძე- Lille Catholic University, France
- ელენე გოგელიძე- Lille Catholic University, France
- ანზორ ქევხიშვილი- Lille Catholic University, France
- ციცო ჩუბინიძე- Radboud University, The Netherlands
2018 წლის შემოდგომის სემესტერი:
- ნათია სულაბერიძე - Saarland University, Germany
- დავით ნატროშვილი - Lille Catholic University, France
2018 წლის გაზაფხულის სემესტრი:
- გივი ამირანაშვილი - LCC საერთაშორისო უნივერსიტეტი - ლიტვა
- ნინო ჟიჟილაშვილი - ბაბეშ - ბოლაის უნივერსიტეტი, რუმინეთი
- ნინო ჩიქოვანი - ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი, საფრანგეთი
- ანა თავართკილაძე - ვალადოლიდის უნივერსიტეტი, ესპანეთი
- ლაშა ჭელიძე - FH JOANNEUM გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ავსტრია
- ფლორა ესებუა - კოშიცეს ტექნიკური უნივერსიტეტი, სლოვაკეთი
- ეკა აკობია - დუბლინის უნივერსიტეტი, ირლანდია
- გიორგი ბადრიძე - დუბლინის უნივერსიტეტი, ირლანდია
- ვახტანგ ბერიშვილი - კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტი, პოლონეთი
- დავით წიკლაური -კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტი, პოლონეთი
- არჩილ ბორჟაძე - რიგის უმაღლესი სამართლის სკოლა, ლატვია
- ვარდო კოპალეიშვილი - ტუშას უნივერსიტეტი, იტალია
- ქეთევან კარბაია - ტუშას უნივერსიტეტი, იტალია
- მარია ზოიძე - ტუშას უნივერსიტეტი, იტალია
- ნინო ციმინტია - ტუშას უნივერსიტეტი, იტალია
- ხათუნა კაკაბაძე - ტუშას უნივერსიტეტი, იტალია
- გურანდა ჭელიძე - ტუშას უნივერსიტეტი, იტალია
- თინათინ მაღრაძე - ლოჯისტიკისა და ტრანსპორტის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ვროცლავი, პოლონეთი
- იოსებ ბერიკაშვილი - ლუბლიანას უნივერსიტეტი, სლოვენია
2017 წლის შემოდგომის სემესტრი:
- ეკა აკობია - ტუშას უნივერსიტეტი, იტალია
- ნინო კალანდაძე - ტუშას უნივერსიტეტი იტალია
- დავით ასლანიშვილი - ტუშას უნივერსიტეტი, იტალია
- ლევან ბჟალავა- ლუბლიანას უნივერსიტეტი, სლოვენია
- პაატა ბრეკაშვილი -ლუბლიანას უნივერსიტეტი, სლოვენია
- ნანა ვაშაკიძე - კოშიცეს ტექნიკური უნივერსიტეტი, სლოვაკეთი
- სოფო კვინტრაძე - SMK სოციალურ მეცნიერებათა გამოყენებითი უნივერსიტეტი, ლიტვა
- სალომე ჭანტურია - ლოჯისტიკისა და ტრანსპორტის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ვროცლავი, პოლონეთი
- ნინო კახიანი - ტუშას უნივერსიტეტი, იტალია
- ნათია შენგელია - ტუშას უნივერსიტეტი, იტალია
- სოფო შენგელია - რიგის უმაღლესი სამართლის სკოლა
2017 წლის გაზაფხულის სემესტრი
- გიორგი დათუკიშვილი - ტუშას უნივერსიტეტი, იტალია
- ელენე ჯღარკავა - ტუშას უნივერსიტეტი, იტალია
- ნინო ჟიჟილაშვილი - (SMK) სოციალურ მეცნიერებათა გამოყენებებითი უნივერსიტეტი, ლიტვა
- სერგი კაპანაძე - კოლეგიუმ სივიტას, პოლონეთი
- შალვა ახრახაძე - კოზმინსკის უნივერსიტეტი, პოლონეთი
- ლელა აბდუშელიშვილი - ეკონომიკის უნივერსიტეტი კატოვიცეში, პოლონეთი
- ირმა კუხიანიძე - ლუბლიანას უნივერსიტეტი, სლოვაკეთი
- ანი თავართქილაძე - ლუბლიანას უნივერსიტეტი, სლოვაკეთი/რედბაუდის უნივერსიტეტი, ნიდერლანდები
2016 წლის გაზაფხულის სემესტრი
- მარიამ სუთიძე - ეკონომიკის უნივერსიტეტი კატოვიცეში, პოლონეთი
- სოფიო მაგრაქველიძე - კოზმინსკის უნივერსიტეტი, პოლონეთი
- შალვა მაჭავარიანი - კოზმინსკის უნივერსიტეტი, პოლონეთი
- მარიამ ციბაძე - შჩეჩინის უნივერსიტეტი ,პოლონეთი
- თინათინ გადელია - ლუბლიანას უნივერსიტეტი, სლოვაკეთი
- ტერეზა ჯაფარიძე - ლუბლიანას უნივერსიტეტი, სლოვაკეთი
- ელენე ჯღარკავა - ტარტუს უნივერსიტეტი , ესტონეთი
2016 წლის შემოდგომა
- დავით ასლანიშვილი - FH JOANNEUM გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ავსტრია
- ირმა ხაჩიძე - LCC საერთაშორისო უნივერსიტეტი, ლიტვა
- პაატა ბრეკაშვილი - შჩენინის უნივერსიტეტი, პოლონეთია
- ნათია ქილიფთარი - ვარშავის ეკონომიკის სკოლა, პოლონეთი.
თენგიზ თაქთაქიშვილი
Tuscia/Italy
Erasmus+ ის აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში ვესტუმრე ტუშას უნივერსიტეტს, სადაც წავიკითხე ლექცია თემაზე „Development Macroeconomics”. უნივერსიტეტი მდებარეობს უძველეს და არაჩვეულებრივ იტალიურ ქალაქ ვიტერბოში. განსაკუთრებით სასიხარულო იყო იმ ქართველი სტუდენტების დასწრება ჩემ ლექციაზე, რომლებიც ტუშას უნივერსიტეტში სწავლობენ. მათვე დამათვალიერებინეს ქალაქი და მისი ღირსშესანიშნაობები. ვფიქრობ, Erasmus+ ის პროგრამები უდიდეს როლს ასრულებს ახალგაზრდების პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაში, აზიარებს მათ ევროპულ ფასეულობებს და უქმნის უსაზღვრო შესაძლებლობებს სამომავლოდ. მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება ვწვეოდი ულამაზეს იტალიას და მომენახულებინა დაუვიწყარი რომი. ვისურვებდი, Erasmus-ის პროგრამების გაფართოებასა და მასში კდიევ უფრო მეტი სტუდენტის ჩართულობას საქართველოდან.
მარია ღლონტი
FH JOANNEU, University of Applied Sciences/ Austria
ერაზმუს+ ის აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით ვიმყოფებოდი ავსტრიაში, ქალაქ გრაცში, იოანიუმის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (FH JOANNEUM, University of Applied Sciences, Austria). მობილობის ფარგლებში ჩავატარე ლექციები მარკეტინგისა და საერთაშორისო მენეჯმენტის ფაკულტეტების სტუდენტებთან. ასევე გაიმართა შეხვედრები მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანთან, საერთაშორისო პროექტების მენეჯერთან და დაისახა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გეგმა.
დავით პეტრიაშვილი
Tuscia/Italy
ერაზმუს + ის პროგრამის ფარგლებში შესაძლებლობა მქონდა კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის სახელით ტუშას უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩამეტარებინა ლექციები მაკროეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების მექანიზმების შესახებ და მათთვის ამეხსნა, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამა თუ იმ ეკონომიკურმა პოლიტიკამ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე. თემამ დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც აისახა სტუდენტების მაღალ ჩართულობასა და ლექციების შემდგომ გამართულ დისკუსიებში. საინტერესო იყო ტუშას უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით მყოფ ქართველ სტუდენტებთან შეხვედრა, მათგან ქართულ და იტალიურ სწავლების მეთოდების შესახებ შედარებების მოსმენა. განსხვავებულ გარემოში ლექციების ჩატარება ნამდვილად იყო სასარგებლო გამოცდილება, რაც ჩემს აკადემიურ განვითარებას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, გამოიკვეთა ტუშას უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს ორ უნივერსიტეტს შორის დაწყებულ თანამშრომლობას.
რუსუდან ჩაჩანიძე
Krakow University of Economics
„ბედნიერი ვარ რომ კავკასიის უნივერსიტეტმა მომცა შესაძლებლობა მესარგებლა ერაზმუს+ ის აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამით. პროგრამის ფარგლებში გავემგზავრე კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტში, სადაც ვიმუშავე მარკეტინგისა და ბიზნეს ინოვაციების პროგრამების სტუდენტებთან. ძალიან სასიამოვნო და საინტერესო იყო კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტის სტუდენტებთან მუშაობა. შეთავაზებული სალექციო კურსის მიმართ დიდი დაინტერესება დაფიქსირდა, რამაც ასევე განაპირობა ის, რომ პროგრამის დასრულების შემდეგაც ვაგრძელებთ ურთიერთობას, მასალებისა და მოსაზრებების გაცვლას. გარდა სასწავლო კურსისა, კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორი დაინტერესდა კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით კვლევითი მიმართულებით. ვიმედოვნებ, რომ გავაგრძელებთ ამ თემაზე თანამშრომლობას. ერაზმუს+ ის პროგრამა ძალიან სასარგებლო და სასიამოვნო გამოცდილება იყო ჩემთვის.“
დავით წიკლაური
Tuscia/Italy
float: left; margin: 20px;ერაზმუს+ ის აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში, ტუშას უნივერსიტეტის სტუდენტებს სალექციო კურსი შევთავაზე Total Quality Management- ის შესახებ და ასევე პარტნიორი უნივერსიტეტის თხოვნით, იტალიელ სტუდენტებს საქართველოსა და კავკასიის უნივერსიტეტის შესახებ მოკლე პრეზენტაცია წარვუდგინე, რაც იმედი მაქვს საინტერესო და ინფორმაციული იყო მსმენელი აუდიტორიისათვის. ვიზიტის ფარგლებში ასევე შევხვდი ტუშას უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებს, რომლებმაც კამპუსში მიმასპინძლეს.
მაქსიმ იავიჩი
Lille Catholic University, France
Erasmus+ ის აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში, ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტს ვეწვიე, სადაც ჩავატარელექციების მოდული შემდეგ თემებზე: რიცხვების წარმოდგენა, შესავალი კიბერუსაფრთხოებაში, ქსელური უსაფრთხოება,ღია გასაღების კრიპტოგრაფია და შესავალი პოსტ-კვანტურ კრიპტოგრაფიაში.
ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი მართლაც ძალიან ძველი, თუმცა ინფრასტრუქტურულად განვითარებული სასწავლო დაწესებულებაა და ასევე გააჩნია კიბერ უსაფრთხოების ლაბორატორიაც. მობილობის ფარგლებში, ლექციების გარდა ასევე დაიგეგმა სამუშაო შეხვედრები ადგილობრივ ლექტორებსა და მკვლევარებთან, ვისაუბრეთ სამომავლო პროექტებსა და უნივერსიტეტებს შორის არსებულ სწავლების მეთოდებზე. აღსანიშნავია ისიც, რომ უკვე დავიწყეთ უცხოელ კოლეგებთან ერთ-ერთ პროექტზე მუშაობა. მობილობის მსვლელობისას, უნივერსიტეტმა დამატებით გამომიყო სამუშაო ოთახი და მომცა წვდომა ყველა რესურსთან, რაც ფაკულტეტს გააჩნდა კიბერუსაფრთხოების სფეროში.
გიორგი დათუკიშვილი
Tuscia/Italy
„მარადიული ქვეყანა, ადგილი სადაც იმპერატორის სიზმრებს მიქელანჯელო სიცოცხლეს სძენდა“ - წარმოუდგენელია არ მოიხიბლო იტალიით რომელიც იმპერიის, დემოკრატიის და საუკუნოვანი განათლების სანიმუშო კერაა. ეს ქვეყანა „გლადიატორებიდან“ „ფერარამდე“ გასაოცარი და დაუვიწყარია. სწორედ განათლება მისი ერთერთი ძლიერი მხარეა. ქალაქი ვიტერბო და მისი ტუშას უნვერსიტეტი, სწორედ ის გარემოა სადაც ნებისმიერი ადამიანი ისურვებდა მოხვედრას, რადგან თანამედროვე მიდგომები და ძველი ანტიკური გარემო საოცარ ტანდემს ჰქმნის.
ლელა აბდუშელიშვილი
University of Economics in Katowice/Poland
„2017 წლის აპრილის თვეში ვიმყოფებოდი პოლონეთში კატოვიცეს უნივერსიტეტში და იქაურ სტუდენტებს ჩავუტარე ბიზნეს კომუნიკაციის ერთკვირიანი კურსი. პროგრამა იყო საუკეთესოდ მომზადებული და ორგანიზებული. აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა „საერთაშორისო კვირის ფარგლებში", რომელიც ითვალისწინებდა უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის პრაქტიკული კურსის ჩატარებას. ყველანაირი პირობა იყო შექმნილი სწავლისა და სწავლებისათვის და იმისთვის, რომ თანამშრომლობა ნაყოფიერი ყოფილიყო ორივე მხარისთვის".
დავით ასლანიშვილი
Tuscia/Italy
„ეტრუსკების უძველესი ცივილიზაციის გული - ქალაქი თარქვინია, ქრისტიანობის ერთ-ერთი გასაოცარი ადგილი - ქალაქი ვიტერბო და იტალიის უმშვენიერესი ქალაქი - ფლორენცია.. ყოველივე ამასთან გაცნობა შესაძლებელი გახდა 2017 წლის შემოდგომაზე კავკასიის უნივერსიტეტისა და ტუშას უნივერსიტეტის ერაზმუსის პროგრამის ფარგლებში. პროგრამის ფარგლებში განხორციელდა ლექცია - სემინარის წარდგენა „მონეტარული პოლიტიკისა და ცენტრალური ბანკების როლის თაობაზე“, გაიმართა საკმაოდ აქტიური დისკუსია ევროპის ცენტრალური ბანკის, აშშ-ს ფედერალური სარეზერვო ბანკის, იაპონიის ცენტრალური ბანკის პრობლემებზე და რეგიონალური ცენტრალური ბანკების მოქმედებაზე. გაანალიზებულ იქნა ფინანსური კრიზისის მიზეზები და მისი მიმდინარეობა საბანკო სექტორში.
გაზიარებულ იქნა სასწავლო გეგმა და სიახლეები აკადემიური პერსონალთან. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო კავკასიის უნივერსიტეტისა და ტუშას უნივერსიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტებს კარგად ორგანიზებული და დაგეგმილი გრაფიკისთვის, რამაც შესაძლებელი გახადა ამ პროგრამის მაღალი ხარისხი და წარმატება".
ეკა აკობია
Tuscia/Italy
„კავკასიის უნივერსიტეტსა და იტალიის ტუშას უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ერაზმუს + მობილობის შეთანხმების ფარგლებში 27 ნოემბერი-3 დეკემბრის კვირა დავყავი იტალიაში. ვიზიტის ფარგლებში მქონდა ლექციები ტუშას უნივერსიტეტში, სადაც ჩემი მასპინძელი კოლეგა გახლდათ პოლიტიკის მეცნიერების ფაკულტეტის ლექტორი, დოქტორი სანტე კრუჩიანი.
გაცვლილი ვიზიტის ფარგლებში შესაძლებლობა მომეცა ტუშას უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სტუდენტებისთვის ჩამეტარებინა ლექცია საერთაშორისო ურთიერთობების თეორიების: რეალიზმის, ლიბერალიზმისა და კონსტრუქტივიზმის შესახებ. ძალიან სასარგებლო იყო უცხოურ აუდიტორიაში ლექციის წაკითხვა, ქართულ და იტალიური აუდიტორიის შედარება და სხვადასხვა პრაქტიკული თუ აკადემიური გარემოებების გაცნობა. ამასთან, პატივი იყო იტალიელი კოლეგების გაცნობა და მომავალში შემდგომი აკადემიური თანამშრომლობისთვის კავშირების გამყარება".
ლევან ბჟალავა
University of Ljubljana/Slovenia
„Erasmus+პროგრამის ფარგლებში გავემგზავრე ლუბლიანას უნივერსიტეტში (სლოვენიაში) და ლექციები წავიკითხე სოციალური მედია ანალიზსთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში შევხვდი ლუბლიანას უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ხელმძღვანელს, გავაცანი ჩემი მიმდინარე კვლევითი თემები და განვიხილეთ თანამშრომლობის შესაძლებლობები. მსგავსი ვიზიტები და შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა უნივერსიტეტებთან კვლევითი თანამშრომლობის ასაწყობად".
ნინო კალანდაძე
Tuscia/Italy
ერაზმუს + ის აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში, 2017 წლის ნოემბერში ვეწვიე ტუშას უნივერსიტეტს, იტალია. მობილობის ფარგლებში, მასპინძელი უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს წავუკითხე ლექცია თემაზე „საქართველოს საგარეო პოლიტიკა და საწართველოს ურთიერთობები რუსეთსა და ევროკავშირთან“.
ნანა ვაშაკიძე
Technical University of Kosice/ Slovakia
ერაზმუს + ის აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში, 2017 წლის ნოემბერში ვეწვიე ტუშას უნივერსიტეტს, იტალია. მობილობის ფარგლებში, მასპინძელი უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს წავუკითხე ლექცია თემაზე „საქართველოს საგარეო პოლიტიკა და საწართველოს ურთიერთობები რუსეთსა და ევროკავშირთან“.
დავით ასლანიშვილი
FH HOANNEUM/Austria
„2016 წლის შემოდგომაზე ერაზმუსის პროგრამით ვიმყოფებოდი FH JOANNEUM გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში, ავსტრია ქალაქი გრაცი. პროგრამის ფარგლებში მოხდა აკადემიურ პერსონალთან ურთიერთობის დამყარება, ლექცია - სემინარების წაძღოლა და არაერთი სამეცნიერო სიახლის გაცვლა/დანერგვა. ამ ვიზიტის ერთ-ერთი შედეგია ახალი სილაბუსის და სასწავლო კურსის მომზადება/განახლება და დანერგვა კავკასიის უნივერსიტეტში, რომელიც თანამედროვე ევროპულ მონეტარულ პოლიტიკას და საბანკო სფეროში მიმდინარე პროცესებს ასახავს. უნივერსიტეტში დანერგილია მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო, რაც დამატებითი მოტივაციაა როგორც მკვლევარებისთვის, ასევე სტუდენტისთვის მიიღონ და გაიღრმავონ ცოდნა და შეიძინოს პრაქტიკული უნარ ჩვევები".