მისია, ხედვა, ფასეულობები

მისია

 

კავკასიის უნივერსიტეტის მისიაა კვლევებზე ორიენტირებული სწავლებისა და სწავლის დანერგვით ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზრებზე კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური, ზნეობრივად სრულყოფილი, დემოკრატიის იდეალების ერთგული სპეციალისტების მომზადება და საზოგადოების საგანმანათლებლო მოთხოვნების დაკმაყოფილება.

 

ხედვა

 

კავკასიის უნივერსიტეტის ხედვაა ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელშიც ყველას თავისი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენის შესაძლებლობა ექნება, რაც მას საერთაშორისო აღიარებასა და ეთიკურ პრინციპებზე დაფუძნებული უნივერსიტეტის სახელს მოუპოვებს კავკასიის რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.

 

უნივერსიტეტის დევიზია: 

 

"Studium Pretium Libertatis" - „ცოდნა თავისუფლების საწინდარია“. 

 

ღირებულებები

 

კავკასიის უნივერსიტეტი და მისი აკადემიური თუ ადმინისტრაციული პერსონალი პროფესიულ საქმიანობაში ხელმძღვანელობს შემდეგი ღირებულებებით:

 

ნოვატორული სულისკვეთება - ჩვენ გვსურს, მუდმივად ვიყოთ ნოვატორები ცოდნის შექმნასა და გადაცემაში ისე, რომ ვპასუხობდეთ საზოგადოების საჭიროებებსა და მოთხოვნებს.

 

მრავალფეროვნება - ჩვენ გვსურს, ადგილობრივი თუ რეგიონული საზოგადოების წევრებს შევუქმნათ შესაძლებლობა, გაუგონ და პატივი სცენ მათ, ვისი თვალსაზრისი, ღირებულებები, წარმოდგენები, ტრადიციები და მსოფლმხედველობა განსხვავებულია. მხოლოდ განსხვავებული გამოცდილების, ისტორიის და თვალსაზრისის მქონე ადამიანებთან ურთიერთობით არის შესაძლებელი თანამედროვე სამყაროს შესახებ თვალსაწიერის გაფართოება (იხილეთ თანასწორუფლებიანობისა და მრავალფეროვნების პოლიტიკის დოკუმენტი)

 

აკადემიური თავისუფლება - ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც აკადემიური პერსონალი თავისუფალი იქნება ცოდნის შექმნასა და გადაცემაში.

 

ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებასთან სიახლოვე - ჩვენ პარტნიორობა გვსურს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო საზოგადოებასთან იმისთვის, რომ შევქმნათ და გავავრცელოთ რელევანტური ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით.

 

ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვა - ჩვენ გვსურს ქართულ საზოგადოებას მივცეთ ცოდნა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას და გაზრდის კონკურენტუნარიანობას.

 

კავკასიის უნივერსიტეტის ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები

 

კავკასიის უნივერსიტეტში განისაზღვრა სამი ძირითადი სტრატეგიული მიზანი (მიმართულება), რომლის შესრულებისკენაც უნივერსიტეტი ივლის 2020-21 - 2026-27 აკადემიური წლების განმავლობაში:

 

  • სამეცნიერო კვლევების ინტენსიფიკაცია და რელევანტობის გაზრდა
  • სწავლების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება
  • ინტერნაციონალიზაცია