პროექტის დამფუძნებელი დირექტორი

დოქტორი ბიჟან ფაზლოლაჰი


Bijan Fazlollahi

დოქტორი ბიჟან ფაზლოლაჰი არის ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჯ. მაკ რობინსონის ბიზნესის კოლეჯის (ატლანატა, ჯორჯია, აშშ) პროფესორი - ლექტორი და მკვლევარი. მისი კვლევები მიმართულია მენეჯმენტის საინფორმაციო სისტემებზე, კერძოდ კი გადაწყვეტილების მიღემის მხარდამჭერ სისტემაზე. მისი ბოლო ნაშრომი ეხება კომპიუტერულ პროგრამირებას (GA, ANN,IA, და Fuzzy Logic) გადაწყვეტილების მიღების მხარდამჭერი სისტემისათვის. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია საინფორმაციო სისტემების კვლევების ამსახველ პერიოდიკაში, მენეჯმენტის საინფორმაციო სისტემების ჟურნალებში, გადაწვეტილების მიღების მეცნიერების, გადაწვეტილების მიღების მხარდამჭერი სისტემების, ინფორმაციისა და მენეჯმენტის, საწარმოს მართვის საკითხებზე ორიენტირებულ საერთაშორისო ჟურნალებში, კომპიუტერული პროგრამირების ჟურნალში და ა.შ. ის თანაავტორია შრომისა ”კომპიუტერული პროგრამირება და მისი გამოყენება ბიზნესსა და ეკონომიკაში” (სპრინგერი, 2004 წელი), ამასთან ნაშრომის: ”ელექტრონული კომერციის სტრატეგიის” (IRM Press,2002)  გამომცემელი და  ასევე რამდენიმე სტატიის ავტორია ”კომპიუტერული პროგრამირების” შესახებ ნაშრომში, რომელიც გამოცემულ იქნა ვინჩენცო ლოიას მიერ (IOS Press, 2002 წელი). ამჟამად ბ-ნი ბიჟანი ასწავლის  საერთაშორისო ბიზნესს, გლობალურ ოპერაციებსა და ლოჯისტიკის კურსს, აგრეთვე საინფორმაციო ტექნოლოგიებს როგორც აშშ-ში, ასევე საზღვარგარეთ.  ის ასწავლიდა აზერბაიჯანში, ეგვიპტეში, საქართველოში, პოლონეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ირანში. ამასთან, ის მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზებაში ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია, კვიპროსი და უზბეკეთი. ბიჟანს აქვს დიდი გამოცდილება აშშ-სა და საზღვარგარეთის ქვეყნების ბიზნესის და სახელმწიფო ორგანიზაციების კონსულტირებასა და მართვაში. წარსულში ის ატლანტის საერთაშორისო აეროპორტისა და ატლანტის პოლიციის დეპარტამენტის კონსულტანტი იყო. აგრეთვე  მუშაობდა გენერალურ მენეჯერად, ქარხნის მენეჯერად, საოპერაციო მენეჯერად და მთავარ ინჟინრად ირანის სხვადასხვა დაწესებულებებში. დღეისათვის ბიჟანი არის ა.შ.შ.-ს დაფინანსების რამდენიმე საუნივერსიტეტო  პროექტის  დირექტორი. პროექტები ეხება ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის  პროგრამების შექმნას  საქართველოსა და აზერბაიჯანში. მისი ერთ-ერთი ბოლო წარმატებული პროექტი არის USAID-სა და ა.შ.შ.-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტით დაფინანსებული ქალთა ლიდერობის პროგრამა, ბიზნესმენი ქალებისათვის საქართველოში.  დოქტორმა ფაზლოლაჰიმ მიიღო ბაკალავრის დიპლომი MIT უნივერსიტეტში, ხოლო ბიზნესის ადმინისტრირებისა და დოქტორის ხარისხი სირაკუზის უნივერსიტეტში. 2004 წლის ნოემბერში ბატონმა ფაზლოლაჰიმ მიიღო საქართველოს მოქალაქის საპატიო წოდება.  წარსულში მას მიღებული აქვს სამი საპატიო დოქტორის წოდება.