ბიოგრაფია

ამირან ბერიანიძე არის კიბერუსაფრთხოების ექსპერტი და პენტესტერი. მას მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებებში კავკასიის უნივერსიტეტიდან და კიბერუსაფრთხოებაში ნიუ ჯერსის სითის უნივერსიტეტიდან (NJCU). ამჟამად იგი სამაგისტრო საფეხურზე სწავლობს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.  

 

ამირანის პროფესიული გამოცდილება მოიცავს DevOps ინჟინრისა და ლინუქსის ადმინისტრატორის პოზიციებს კომპანია Integra-ში. იგი ფლობს საერთაშორისო OSCP და OSCP+ სერტიფიკატებს. აკადემიურ სფეროში იგი არის დასავლეთ-აღმოსავლეთ უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ასევე კავკასიის უნივერსიტეტისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. ამასთანავე, იგი მოღვაწეობს სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციაში (SCSA) კიბერუსაფრთხოების სპეციალისტის, პენტესტერისა და ლექტორის პოზიციებზე.