დავითი ბოჭორიშვილი არის კიბერ უსაფრთხოების მკვლევარი და მიწვეული ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტში. იგი ამჟამად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინფორმატიკის დოქტორანტია, ხოლო მაგისტრის ხარისხი მიღებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე. დავითს აქვს რვა წლიანი გამოცდილება ვებ დეველოპმენტში, თუმცა მისი ძირითადი კვლევითი ინტერესები და პრაქტიკული საქმიანობა კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით ვითარდება.
2021 წლიდან იგი არის კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტი CST Cyber Security Center-ში. 2019 წლიდან დავითი კითხულობს ლექციებს კიბერ უსაფრთხოების, ვებ-დეველოპმენტის მიმართულებით სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციაში და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში.
