ბიოგრაფია

გიორგი ახალაია არის კომპიუტერულ მეცნიერებათა დოქტორი (დისერტაცია: „5G ქსელების უსაფრთხოების ფუნქციის დიზაინი მანქანური სწავლების გამოყენებით“). გიორგიმ დაიცვა მაგისტრის ხარისხი კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის ტექნოლოგიების სკოლაში (პროგრამა: IT Management). ის არის კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული-პროფესორი (მიმართულება - კიბერუსაფრთხოება). სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციაში - SCSA_ში 2022-2023 წელს იკავებდა ტექნიკური დირექტორის პოზიციას. ამჟამად ჩართულია ასოციაციის კვლევით, საგანმანათლებლო და პრაქტიკულ პროექტებში.

 

სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებთან კითხულობს კიბერ უსაფრთხოების მიმართულების ტრენინგებს. გიორგი იყო DefCamp2022-სა და DeepSec2022-ის მთავარი მომხსენებელი. არის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების აქტიური მონაწილე. 2014 წლიდან ჩართული იყო დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტში სამეცნიერო კვლევებში, ხოლო 2016 წლიდან გიორგი ახალაია დაწინაურდა საქართველოს სამეცნიერო გეოდეზიის ქსელის ხელმძღვანელად. ის პასუხისმგებელი იყო ონლაინ და მონაცემთა სერვერების მართვასა და შენარჩუნებაზე, მონაცემთა შეგროვებასა და დამუშავებაზე, ასევე დეპარტამენტის სერვისებისა და პერსონალის განახლებასა და განვითარებაზე.

 

2019 წელს გიორგი ჩართული იყო სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში. ამჟამად ის არის უსაფრთხოებაზე ორიენტირებული IT სისტემის ადმინისტრატორი სეისმური ქსელის გაფართოების პროექტში კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, რომელიც დაფინანსებულია აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის მიერ. 2025 წლიდან იკავებდა დირექტორის მოადგილის პოზიციას ტექნიკური მიმართულებით, ხოლო შემდეგ არჩელ იქნა ინსტიტუტის დირექტორად. 2020 წელს მოიპოვა საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სადოქტორო გრანტი. პროექტის სახელწოდებაა „5G ქსელის უსაფრთხოება“. 

 

გიორგი არის კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის აფილირებული ასოცირებული პროფესორი და კავკასიის კიბერუსაფრთხოების ცენტრის მთავარი სპეციალისტი. აქტიურად არის ჩართული კავკასიის კიბერუსაფრთხოების ცენტრში, CST, რომელიც არის Bit Sentinel-ის ოფიციალური წარმომადგენელი რეგიონში. ასევე არის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციის - ACQUIN ექსპერტთა კომისიის წევრი კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით. ასევე, ამ ეტაპზე მოწვეული ლექტორის პოზიციაზე ასწავლის სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების საგნებს. გიორგი არის საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნებული რამდენიმე სტატიის ავტორი. ამ ეტაპზე უფროსი ლექტორის პოზიციით ჩართულია ერაზმუს მუნდუსის მიერ დაფინანსებულ პროექტებში: DataSecSchool_სა და WisecAcademy_ში. ასევე NATO-SPS სა და Erasmus+ Capacity Building პროექტის „SECURE” წევრი.