ბიოგრაფია

თამარი კუჭუხიძე კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის (CST) ასოცირებული პროფესორია. ის არის მკვლევარი კიბერუსაფრთხოების, კრიპტოგრაფიის, პოსტ-კვანტური კრიპტოგრაფიისა და პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის ღრმა გამოცდილებით. მას აქვს დოქტორის ხარისხი ინფორმატიკის დარგში. თემა იყო პოსტ-კვანტური კრიპტოსისტემა კვანტური შემთხვევითი რიცხვების გენერატორით. ის აქტიურად იყო ჩართული კვლევასა და განვითარებაში, კრიპტოგრაფიაში, პოსტ-კვანტურ კრიპტოგრაფიასა და უსაფრთხოებაში.

 

თამარი კუჭუხიძე მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. ნაშრომების თემებია კიბერუსაფრთხოება, კრიპტოგრაფია, პოსტკვანტური კრიპტოგრაფია, კვანტური კრიპტოგრაფია. მას გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები წამყვან Q1 და Q2 ჟურნალებში. თამარი კუჭუხიძე მუშაობს სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციაში უფროს კრიპტოგრაფად და პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრად. ის კითხულობს ლექციებს კავკასიის უნივერსიტეტში და არის ასოცირებული პროფესორი. ლექციები მოიცავს შემდეგ თემებს: პროგრამული პროდუქტის წარმოება, კიბერუსაფრთხოება, კრიპტოგრაფია.

 

პროფესორი თამარი კუჭუხიძე არის უფროსი მკვლევარი და მონაწილეობს საგრანტო პროექტში: Verkle-ის ხეების გამოყენება პოსტ-კვანტური უსაფრთხოებისთვის (ხანგრძლივობა: 3 წელი, წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი). ის არის მკვლევარი NATO-ს პროექტიში მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის (SPS), თემატიკა: პოსტ-კვანტური ციფრული ხელმოწერა ვერკლეს ხის გამოყენებით (თარიღი: 2025-2027 წელი). თამარი არის მკვლევარი პროექტში: პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის პროცესში დაუცველობის ავტომატიზირებული გამოვლენა ხელოვნური ინტელექტის მეთოდების გამოყენებით (AISSAM). (დაფინანსების წყარო: მარი სკლოდოვსკა-კიურის აქციების (MSCA) პოსტ- სადოქტორო სტიპენდიები, ევროკომისიის მიერ, კვლევისა და ინოვაციისთვის განკუთვნილი Horizon Europe ჩარჩო პროგრამის მეშვეობით.)