2025-2026 წლების ტენდენციები მეწარმეებისთვის, ინოვატორებისა და ინვესტორებისთვის

1 სექტემბერი 2025

13 სექტემბერს, 12:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება საჯარო ლექცია - 2025-26 წლების ტენდენციები მეწარმეებისთვის, ინოვატორებისა და ინვესტორებისთვის.

 

ლექციას ჩაატარებს ბრეტ უოტერსი - სილიკონის ველის სამი პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის დამფუძნებელი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი. ამჟამად ასწავლის მეწარმეობას სტენფორდის უნივერსიტეტში და აქტიური ანგელოზი ინვესტორია.

 

ლექციაზე განხილული იქნება შემდეგი თემები: რა ტენდენციები უნდა გაითვალისწინონ მსოფლიოს გარშემო სტარტაპის დამფუძნებლებმა და ინვესტორებმა? (არა მხოლოდ ხელოვნურ ინტელექტის ჭრილში). სესიის ფარგლებში სპიკერი განიხილავს ძირითად ტენდენციებს „სილიკონ ველის ხედვის“ ჭრილში. ლექცია ფოკუსირებული იქნება გლობალურ მიმართულებებზე რამდენიმე განზომილებაში, მათ შორის კაპიტალის წყაროებსა და სტრუქტურებზე, ორგანიზაციულ სტრუქტურებსა და ბაზრის ტენდენციებზე. მოცემული ტენდენციები ასახავს ახალი ეპოქის რეალობას, რომელიც მომდევნო ათწლეულის განმავლობაში მეწარმეებისა და ინვესტორებისთვის მსოფლიოში მრავალ შესაძლებლობას მოიცავს.

 

ბრეტ უოტერსი არის წიგნის The Launch Path: Getting from a Startup Idea to a Launched and Funded Venture ავტორი.

 

მანამდე ბრეტ უოტერსი ექვსი წლის განმავლობაში მსახურობდა სტენფორდის უნივერსიტეტის განათლების უმაღლესი სკოლის საკონსულტაციო საბჭოში, იყო სტენფორდის New Schools-ის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და ევროპის ინოვაციების აკადემიის მთავარი მენტორი, სადაც ინჟინერიის სტუდენტებს სთავაზობდა სილიკონ ველის ინოვაციის მეთოდოლოგიას.

 

ბრეტ უოტერსს აქვს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის კელოგის მენეჯმენტის სკოლიდან. მას მსოფლიოს 20-ზე მეტ უნივერსიტეტში აქვს საჯარო ლექციები ჩატარებული.

 

საჯარო ლექციაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, გაიროთ რეგისტრაცია ბმულზე.