კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის ბიზნესის სკოლა (CSB) გიწვევთ სამაგისტრო პროგრამების სტუდენტების ნაშრომების საჯარო დაცვაზე.
ღონისძიება ჩატარდება 27 იანვარს, 10:00 საათიდან, B30 აუდიტორიაში. მაგისტრანტები კომისიის წინაშე წარადგენენ თავიანთ კვლევებს, რომლებიც ჯანდაცვის მენეჯმენტის აქტუალურ საკითხებს ეხება.
დაცვაზე წარმოდგენილი ნაშრომები და ავტორები:
სტუდენტები სხვადასხვა სფეროდან წარმოადგენენ თავიანთ ნაშრომებს, მათ შორის:
| ნინო ოღაძე | ჯანდაცვის სექტორის ფინანსური მდგენელების გაუმჯობესების ინდიკატორები |
| ირაკლი გენძეხაძე | კლინიკური მენეჯმენტის პროცესების ოპტიმიზაცია ელექტრონული ჯანდაცვის ტექნოლოგიების გამოყენებით |
| ქრისტინე გაგოშიძე | საკეისრო კვეთის არჩევანის განმსაზღვრელი ფაქტორები საქართველოში : ქალების პერსპექტივა |
ნაშრომების დაცვის პროცესი საჯაროა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა დაესწროს პრეზენტაციებს.
კავკასიის ბიზნესის სკოლა წარმატებებს უსურვებს თითოეულ მაგისტრანტს ამ მნიშვნელოვან ეტაპზე.
