პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის კავკასიის უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრის და UNICEF-ის თანამშრომლობით

7 მარტი 2026

კავკასიის უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრი, UNICEF-თან თანამშრომლობით, ახორციელებს ერთობლივ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვის უფლებების შესახებ სატრენინგო მასალების და ტრენერის სახელმძღვანელოს შექმნას. პროექტში ჩართულნი არიან როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტების ბავშვის უფლებათა ცენტრები.

 

ბავშვის უფლებების შესახებ სახელმძღვანელოს შექმნამდე დაგეგმილია სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები მათი საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით. ამგვარი შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველვყოთ ბავშვთა გამოცდილებებისა და ხედვების ასახვა სასწავლო მასალებში.

 

აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ კერძო და საჯარო სკოლის 12+ ასაკის მოსწავლეებს.

სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართება 7 მარტს, 12:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში.

 

გთხოვთ, მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.