პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn (Batch 6) -ზე განაცხადების მიღება დაიწყო

20 თებერვალი 2026
იწყება განაცხადების მიღება პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn (Batch 6)-ზე!
 
გინდა, რომ შენი იდეა რეალობად აქციო და მას საერთაშორისო ასპარეზზე გზა გაუხსნა?
 
კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი გიწვევს პრე-აქსელერაციის ათკვირიან ინტენსიურ პროგრამაში - ინოვაციების, ზრდის და ახალი შესაძლებლობების სამყაროში.
  
ვის შეუძლია მონაწილეობა?
 
  • ტექნოლოგიურ სტარტაპებს, რომლებიც ქმნიან ან ეფუძნებიან ტექნოლოგიებს და აქვთ პირველადი პროტოტიპი (MVP) ან მოქმედების გეგმა მის შესაქმნელად;
  • ინოვაციურ სტარტაპებს, რომლებსაც უკვე ჰყავთ პირველი მომხმარებლები ან პარტნიორები და სურთ გლობალურ ბაზარზე გასვლა;
  • სტუდენტებს, ახალგაზრდა მეწარმეებს და სტარტაპ გუნდებს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან კავკასიის უნივერსიტეტთან;
 
რას მიიღებ CUnicorn-ში მონაწილეობით?
 
ინტენსიური სწავლა და პრაქტიკა – ტრენინგები, ვორქშოპები, ინდივიდუალური მენტორინგი და ნეთვორქინგი ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისგან.
 
შენი სტარტაპის პრეზენტაცია დემო დღეზე – შანსი, რომ შენი იდეა წარადგინო ინვესტორებისა და ეკოსისტემის წამყვანი წარმომადგენლების წინაშე.
 
პროგრამის მიზნებია:
 
  • ადგილობრივი სტარტაპების გაძლიერება;
  • ინოვაციის და მეწარმეობის ხელშეწყობა;
  • სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება.
 
საერთაშორისო პარტნიორობებისა და გლობალური გამოცდილების გაზიარება
პროგრამაზე რეგისტრაცია გრძელდება 1 მარტის ჩათვლით!
 
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
 
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.