ბიზნეს ვორკშოპი აბიტურიენტებისთვის

3 ნოემბერი 2021

13 ნოემბერს, 12:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში,  C 9 აუდიტორიაში  გაიმართება ბიზნეს ვორკშოპი აბიტურიენტებისთვის, თემებზე: „მარკეტინგის რაობა“,  „ფინანსები“ და  „სტრატეგიის როლი ბიზნესში“. 

 

ვორკშოპის მომხსენებლები იქნებიან კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანი ელენე ჯღარკავა, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ნანო კორშია და კავკასიის უნივერსიტეტის მეწარმეობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან ჩაჩანიძე.

 

მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

 

ბიზნეს ვორკშოპში მონაწილეობისთვის, გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე.