6 ივნისს, 12:00 საათზეე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება კონფერენცია „ტექნოლოგიები ცვლის სასწავლო პროცესს“.
ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში, განათლების სისტემა ფუნდამენტური ცვლილებების წინაშე დგას. კონფერენციის მიზანია შექმნას ერთიანი პლატფორმა, სადაც საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები გაიზიარებენ გამოცდილებას, იმსჯელებენ თანამედროვე გამოწვევებზე და დასახავენ სამომავლო თანამშრომლობის გზებს. უნივერსიტეტი იწვევს ICT მასწავლებლებსა და ლექტორებს, განათლების ექსპერტებს.
კონფერენციაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და ექნებათ შესაძლებლობა, ჩაერთონ დისკუსიებში სფეროს წამყვან სპეციალისტებთან ერთად.
