ალექსი ჩიქოვანის მასტერკლასი თემაზე - “ბრენდი და ბრენდინგი: ჭკვიანური გადაწყვეტილება”.

13 ნოემბერი 2019

13 ნოემბერს, 18:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში, სტუდენტებისთვის გაიმართება ალექსი ჩიქოვანის მასტერკლასი თემაზე - “ბრენდი და ბრენდინგი: ჭკვიანური გადაწყვეტილება”.

 

სტრატეგიული კომუნიკაციით დაინტერესებულ სტუდენტებს ექნებათ საშუალება დაესწრონ ბრენდინგის, მარკეტინგის, გაყიდვებისა და კომუნიკაციების სპეციალისტის, საინტერესო სპიკერისა და სტუმრის მასტერკლასს.

 

მასტერკლასი გაიმართება კავკასიის მედიის სკოლის პიარ ინსტიტუტის ორგანიზებით.

 

საჯარო ლექციაზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე.