კიბერდაცულობა, მონაცემთა დაცვა და კიბერუსაფრთხოება _ ტრენინგი გადაწყვეტილების მიმღები პირებისათვის

13 მაისი 2021
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს პროექტის "ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების განათლების მხარდაჭერა - PEU-C-E-ს" ფარგლებში, 20 და 21 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის ორგანიზებით, გადაწყვეტილების მიმღები პირებისათვის, (მენეჯერები, დირექტორები, ადამიანები, ვინც კომპანიაში გადაწყვეტილებას იღებენ პოზიციიდან გამომდინარე) გაიმართება ტრენინგი - "კიბერდაცულობა, მონაცემთა დაცვა და კიბერუსაფრთხოება “.
 
ტრენინგის მომხსენებლები იქნებიან კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი მაქსიმ იავიჩი და გიორგი იაშვილი.
 
ტრენინგის ხანგრძლივობა - 2 საათი და 15 წუთი.
 
ღონისძიების ფარგლებში ტრენერები ისაუბრებენ ორგანიზაციის უსაფრთხოების სისტემების, ონლაინ თაღლითობის ყველაზე გავრცელებული მეთოდების შესახებ. ასევე, განიხილავენ კიბერუსაფრთხოების პრობლემებს ორგანიზაციებში და მონაწილეებს გაუზიარებენ გამოცდილებას კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისთვის.
 
PEU-C-E – „ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების განათლების მხარდაჭერა” ჟან მონეს პროექტია, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტი ემსახურება ევროკავშირის ღირებულებების დაცვას და მისი მიზანია ევროპული საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოცდილების გაზიარება მოსწავლეებში, სტუდენტებში, მასწავლებლებში, მშობლებში, პროფესორებში და გადაწყვეტილების მიმღებ პირებში მოწყვლად ახალგაზრდა ჯგუფებში უსაფრთხო ინტერნეტის, კიბერჰიგიენისა და კიბერეთიკის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით.
 
ტრენინგზე დასწრება უფასოა, მონაწილეებს გადაეცემათ დამადასტურებელი სერტიფიკატები.
 
დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
 
მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.