რა? სად? როდის 2026 CU-ის სტუდენტებისთვის

25 თებერვალი 2026

25 თებერვალს, 13:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება CU რა? სად? როდის? 2026.

 

ინტელექტუალური თამაშის წამყვანი იქნება ელიტარული კლუბის წევრი და ბროლის ბუს მფლობელი დავით ლომინაძე.

 

ჩემპიონატში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს.

 

 I , II და III ადგილზე გასულ გუნდებს  გადაეცემათ საჩუქრები, ასევე გამოვლინდება საუკეთესო მოაზროვნე.

 

გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა გარდამავალი თასი.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 23 თებერვალს, 13:00 საათამდე რეგისტრაცია გაიაროთ  ბმულზე.