CU რა? სად? როდის? აბიტურიენტებისთვის

24 დეკემბერი 2025

საქართველოს კლუბის „რა? სად? როდის?“ პრეზიდენტი გიორგი მოსიძე, 24 დეკემბერს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, აბიტურიენტებისთვის CU რა? სად? როდის? წაიყვანს.

 

ინტელექტუალურ თამაშში აბიტურიენტებისგან შემდგარი რამდენიმე გუნდი მიიღებს მონაწილეობას. თითოეული გუნდი 4 აბიტურიენტისგან უნდა იყოს დაკომპლექტებული.

 

თამაშში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებს.

 

I, II და III ადგილზე გასულ გუნდებს სასწავლო ვაუჩერები გადაეცემათ.

 

  • I ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 8 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი;
  • II ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 6 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი;
  • III ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 4 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი.

 

გუნდი შესაძლებელია შედგებოდეს 4-ზე ნაკლები მონაწილისგანაც, თუმცა მოგებული სასწავლო ვაუჩერები გაიყოფა 4-ზე. გამომდინარე აქედან, I ადგილზე გასული გუნდის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა 2 000 ლარი, II ადგილზე გასვლის შემთხვევაში 1 500 ლარი, ხოლო III ადგილის შემთხვევაში 1 000 ლარი.

 

დაინტერესებული პირები, გთხოვთ, დარეგისტრირდით ბმულზე

 

ღონისძიების დღეს მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 15:30 საათზე.