კიბერუსაფრთხოების ლიგა სკოლის მოსწავლეებისთვის

23 მაისი 2026
კავკასიის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების ცენტრისა და სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს სკოლების მონაწილეობით იმართება კიბერუსაფრთხოების ლიგა.
 
კიბერუსაფრთხოების ჰაკატონი გაიმართება 23 მაისს, 12:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში.
ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლიათ X-XII კლასის მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებულ გუნდებს. გუნდი უნდა შედგებოდეს არანაკლებ 2 და არაუმეტეს 4 მოსწავლისაგან.
 
გუნდები სპეციალურად მომზადებულ პლატფორმაზე მოახდენენ კიბერუსაფრთხოების/ჰაკინგის ამოცანების შესრულებას, პლატფორმაზე წარმოდგენილი დავალებები სპეციალურად შემუშავებულია შესაბამისი ასაკის კატეგორიისათვის.
 
მონაწილეობის მსურველები დარეგისტრირდით ბმულზე.
 
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 21 მაისი.