14 ივნისს, 12:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, ცნობილი თურქი მთარგმნელისა და ქართველოლოგის, ასოცირებული პროფესორის ჰარუნ ჩიმქეს მიერ თურქულ ენაზე თარგმნილი ჭაბუა ამირეჯიბის წიგნის „დათა თუთაშხიას“ პრეზენტაცია გაიმართება.
ღონისძიებაზე, გაეცნობით იმ დეტალებსა და გამოწვევებს, რაც თარგმნის პროცესს თან ახლდა, ჰარუნის მიერ დანახულ პერსონაჟებს და წიგნის მთავარ სათქმელს. შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.
ჰარუნ ჩიმქეს თურქულ ენაზე ნათარგმნი აქვს არა ერთი ქართული წიგნი და მიღებული აქვს ისეთი ჯილდოები, როგორებიცაა: იაკობ გოგებაშვილის მედალი; საპატიო დოქტორის წოდება; საპატიო სიგელი.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტმა თავისი წვლილი შეიტანა და ჰარუნ ჩიმქეს დაუფინანსა საავტორო უფლებები.
ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.
