ეკონომიკის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, თამარ კვანტალიანის სადოქტორო ნაშრომის დაცვა

18 დეკემბერი 2025

18 დეკემბერს, 10:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება ეკონომიკის სკოლის ეკონომიკის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის სტუდენტის, თამარ კვანტალიანის სადისერტაციო ნაშრომის-„Public Debt Sustainability Analysis in Georgia“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი-ერეკლე პირველი პროფესორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი) საჯარო დაცვა.

 

სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართება სადისერტაციო კოლეგიის წინაშე, შემდეგი შემადგენლობით:

 

  • ვანო ბენიძე, პროფესორი, ეკონომიკის  სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
  • ერეკლე პირველი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
  • აკაკი ცომაია, პროფესორი, ეკონომიკის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
  • გრიგოლ მოდებაძე, პროფესორი, ეკონომიკის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
  • ლაშა კელიხაშვილი, პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტი.