16 მაისს, 13:00 საათზე, კავკასიის ბიზნესის სკოლის e-Talks-ის ფარგლებში, გაიმართება ნათია ნინიკელაშვილის ონლაინ შეხვედრა.
სპიკერი soplidan.ge-ის დამფუძნებელი და დირექტორია. შეხვედრის ფარგლებში ის კრიზისში დანახულ ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრებს და მსმენელს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს.
დისტანციურ შეხვედრაზე დასწრების მსურველები დარეგისტრირდით ბმულზე.
