ენების ევროპული დღე

26 სექტემბერი 2025
26 სექტემბერს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, ტრადიციად ქცეული „ენების ევროპული დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. ამ დღეს, უკვე 24 წელია, ევროსაბჭოს წევრი ქვეყნები აღნიშნავენ ლინგვისტური და კულტურული მრავალფეროვნების მხარდასაჭერად.
 
საჯარო ლექციას, თემაზე - "ჩემი ენის საზღვრები ჩემი სამყაროს საზღვრებია" - წაიკითხავს გერმანისტი, სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურის გამორჩეული მთარგმნელი, ავსტრიის სახელმწიფო პრემიისა (ავსტრიის კულტურაში შეტანილი წვლილისათვის) და საქართველოს სახელმწიფო პრემიის (ლიტერატურულ - მთარგმნელობითი საქმიანობისთვის) ლაურეატი - მაია ბადრიძე.
 
საჯარო ლექციის შემდეგ გაიმართება დისკუსია სტუდენტთა მონაწილეობით, ვისაუბრებთ როგორც ევროპულ, ისე ქართულ გამოცდილებაზე ენობრივი ქსოვილის შესაქმნელად ლექსემათა შერჩევის აუცილებლობასა და სათანადო ფორმით გადმოცემის მნიშვნელობაზე.
 
ღონისძიების მოდერატორი იქნება კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი მარიამ მანჯგალაძე.
 
საჯარო ლექციაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.