ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში - შემაჯამებელი კონფერენცია

26 დეკემბერი 2023

კონფერენცია გაიმართება 26 დეკემბერს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.

 

რეგლამენტი მომხსენებელთათვის - 7 წუთი

დისკუსია / შეკითხვები - 3 წუთი

 

სხდომის თავმჯდომარეები: პროფ. მარიამ მანჯგალაძე, პროფ. ეკა ჩიკვაიძე.

 

მარიამ მანჯგალაძე (პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი) – „გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე“- პროექტის შესახებ. 

  

სტუდენტთა მოხსენებები:

 

  1. ელენე ჯაფარიძე - ტაო-კლარჯეთის საგანმანათლებლო სკოლების ლიტერატურული პროდუქცია (ხანძთა და შატბერდი) (სამეცნიერო ხელმძღვანელი პროფ. ეკა ჩიკვაიძე);
  2. ლიზი მიქელთაძე - ტაო-კლარჯეთის საგანმანათლებლო სისტემა (რწმენა და ცოდნა) (სამეცნიერო ხელმძღვანელი პროფ. ეკა ჩიკვაიძე);
  3. თეკლა სიხარულიძე - აწმყოს წარმოების საკითხი იმერხეულში (სამეცნიერო ხელმძღვანელი ასოც. პროფ. ჭაბუკი ქირია);
  4. ელენე ბერიძე - მყოფადის წარმოების საკითხი იმერხეულში (სამეცნიერო ხელმძღვანელი ასოც. პროფ. ჭაბუკი ქირია);
  5. სალომე ეზიაშვილი - ენის როლი ეროვნული და პიროვნული თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად (სამეცნიერო ხელმძღვანელი პროფ. მარიამ მანჯგალაძე);
  6. მარიამ გულისაშვილი - ფოლკლორული მოტივები კლარჯულ (იმერხეულ) დიალექტში (სამეცნიერო ხელმძღვანელი პროფ. ეთერ თათარაიძე);
  7. ნია გელაშვილი - ტაო-კლარჯეთის ისტორიული ძეგლები (სამეცნიერო ხელმძღვანელი პროფ. ელისო მაჩიტიძე).

 

 

  • დიალექტური მასალის ციფრული ინსტრუმენტის - ვებგვერდის წარდგენა;
  • სტუდენტთა ნაშრომების კრებულის (ონლაინგამოცემის) წარდგენა;
  • ექსპედიციის მონაწილე მკვლევართა გამოხმაურება - შეფასება: პროფ. ეკა ჩიკვაიძე, პროფ. ელისო მაჩიტიძე, ასოც. პროფესორი ჭაბუკი ქირია, ასოც. პროფესორი ლევან წიქარიშვილი; პროფ. როინ მალაყმაძე - ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; ისტორიკოსი ნიკა ცხომელიძე;
  • ეთერ თათარაიძე - ეთეროს ტაო-კლარჯეთი & ფოტოგამოფენა;
  • „ტიფლისს გადაეცით სალამი!“ მოკლემეტრაჟიანი დოკ. ფილმი (ავტორები: დეა ბაძაღუა, ნანუკა კოხოძე).

 

 

ექსპედიციის თანამონაწილე ორგანიზაცია - საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.