ფეფეს თასი 2025

22 სექტემბერი 2025

22 სექტემბერს, 12:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, უნივერსიტეტის სპორტულ მოედანზე, საფეხბურთო ჩემპიონატი ''ფეფეს თასი" 2025 წლის ლიგა იწყება.

 

ჩემპიონატი ჩვენი სტუდენტის, გიორგი ნიშნიანიძის (ფეფეს) სახელს ატარებს და უკვე მეექვსე წელია ტარდება.


სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ დაარეგისტრიროთ თქვენი გუნდი ბმულზე.


რეგისტრაციის ბოლო ვადაა 16 სექტემბერი, 18:00 საათი.