პირველადი დახმარების კონკურსი აბიტურიენტებისთვის

29 მაისი 2025

29 მაისს 15:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში, მედიცინით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის, პირველადი დახმარების კონკურსი გაიმართება.

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ XII კლასის მოსწავლეებს.

 

კონკურსს გაუძღვება კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, მზია წიკლაური.


მანიპულაციები შესრულდება სიმულატორებსა და მანეკენებზე:

 

  1. სასიცოცხლო ნიშნების შეფასების მეთოდები:

 

) პულსის დათვლის მეთოდი. პუსოქსიმეტრის ხმარების ტექნიკა;

 

) სხეულის ტემპერატურის გაზომვის მეთოდები:

 

  • სხეულის ტემპერატურის გაზომვის მეთოდი ყურში;
  • სხეულის ტემპერატურის გაზომვის მეთოდი პირის ღრუში;
  • სხეულის ტემპერატურის გაზომვის მეთოდი იღლიაში;

 

) წნევის გაზომვის მეთოდი:

 

  • წნევის გაზომვის მეთოდი იდაყვის არტერიაზე;
  • წნევის გაზომვის მეთოდი მუხლქვეშა ფოსოში;

 

) სუნთქვის დათვლის მეთოდი;

 

  1. სიცოცხლის ბაზისური ალგორითმი - BLS მოზრდილებში:
  • გულის ხელოვნური მასაჟის ტექნიკა;
  • ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის ტექნიკა;
  1. უცხო სხეულის გადმოვარდნის ტექნიკა:
  • უცხო სხეულის გადმოვარდნის ტექნიკა მოზრდილებში;
  • უცხო სხეულის გადმოვარდნის ტექნიკა ბავშვებში;
  1. ინტრავენური ინექციის ტექნიკა;

 

  1. პირველადი დახმარება სისხლდენების დროს:
  • პირველადი დახმარება ვენური სისხლდენის დროს;
  • პირველადი დახმარება არტერიული სისხლდენის დროს;
  • ლახტის დადების ტექნიკა;

 

პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები კავკასიის მედიცინის სკოლისგან. 

  

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე.