Free Webinar: Amazon's Culture of Innovation and Starting Your Career at AWS!

20 მაისი 2026

20 მაისს, 15:00 საათზე, (თბილისის/UAE დროით) გაიმართება ექსკლუზიური ვებინარი, რომელიც ორგანიზებულია Caucasus Training Center (UAE)-ისა და კავკასიის უნივერსიტეტის მიერ. ვებინარს გაუძღვებიან Amazon-ის და AWS-ის წარმომადგენლები. ვებინარი  გაიმართება CTC in UAE-ის Zoom პლატფორმაზე.

 

ვებინარი მონაწილეებს მიაწვდის სასარგებლო ინფორმაციას Amazon-ის ინოვაციური კულტურის, ორგანიზაციული პრინციპებისა და მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიაში არსებული კარიერული შესაძლებლობების შესახებ.

 

ვებინარის ძირითადი თემები:

 

  • როგორ ქმნის Amazon ინოვაციურ კულტურას, რომელიც ხელს უწყობს ახალი იდეების განვითარებასა და გაფართოებას.
  • ინოვაციის ძირითადი პრინციპები, გუნდის ორგანიზაციის სტრუქტურა და ტექნოლოგიური მიდგომები Amazon-ში.
  • ინტერვიუსა და სამსახურში აყვანის პროცესის მიმოხილვა Amazon Web Services-ში.
  • კარიერული გამოცდილება და პრაქტიკული რჩევები გამოცდილი ინდუსტრიის ლიდერისგან.

 

სპიკერები: (Amazon & AWS)

 

Inna Ozhogina-Country Manager, Central Asia, Caucasus and Mongolia, AWS

 

ინა ხელმძღვანელობს Amazon Web Services ცენტრალურ აზიაში, კავკასიასა და მონღოლეთში და აქვს 20+ წლიანი გამოცდილება IT სფეროში, მათ შორის ლიდერული პოზიციები Microsoft-ში, Oracle Corporation-ში და SAP-ში.

 

Mahir Garibli-Global Sales Compensation Analyst, AWS

 

მაჰირი არის კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტი, მენეჯმენტის მიმართულებით და Amazon Web Services-ის გაყიდვების მიმართულებით უზრუნველყოფს ოპერაციების, პოლიტიკისა და კომპენსაციის დიზაინის მხარდაჭერას.

 

ვებინარის ენა: ინგლისური

 

გთხოვთ, დარეგისტრირდეთ მითითებული ბმულზე.