Grenoble-ის და CSB-ის ერთობლივი MBA პროგრამის პრეზენტაცია

3 ივნისი 2022

30 ივნისს, 19:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში, Grenoble-ის და კავკასიის ბიზნესის სკოლის ერთობლივი MBA პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება.

 

ორმაგი ხარისხის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა არის გრენობლის მენეჯმენტის სკოლისა და კავკასიის ბიზნესის სკოლის ერთობლივი პროგრამა, რომელიც საბოლოოდ გასცემს ორი უნივერსიტეტის დიპლომს. პროგრამა იძლევა საერთაშორისო დონის თეორიულ და პრაქტიკულ განათლებას.

 

Grenoble-ის მენეჯმენტის სკოლას მიღებული აქვს ისეთი საერთაშორისო დონის სამმაგი აკრედიტაცია, როგორიცაა: AMBA, AACSB და EQUIS. ასევე, Financial Times-ის 2020 წლის რეიტინგში მსოფლიოს Executive MBA პროგრამებს შორის 63-ე ადგილს იკავებს.

 

თუ ხართ დაინტერესებული ბიზნესის ადმინისტრირებით და გსურთ მომავალში თქვენი საქმიანობა სწორედ ამ მიმართულებას უკავშირდებოდეს, დაესწარით პრეზენტაციას, მოისმინეთ დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ და მიიღეთ პასუხები თქვენთვის საინტერესო საკითხებზე.

 

დაინტერესებულმა პირებმა, რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე.  

 

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული.