გახდით საუკეთესო ჰაკერი საქართველოში და მოიგეთ პრიზი! შემოგვიერთდით რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვან ჰაკათონზე!
27 სექტემბერს SCSA-ს მხარდაჭერით ტარდება შეჯიბრება საქართველოს საუკეთესო ჰაკერების გამოსავლენად! ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, დაამტკიცოთ თქვენი უნარები და კრეატიულობა ხუთი განსხვავებული სერვერის გატეხვით, რომელიც სპეციალურად ამ გამოწვევისთვისაა შექმნილი.
რას გთავაზობთ:
- ხუთი უნიკალური სერვერი, რომელიც გელოდებათ გასატეხად და გამოსაკვლევად;
- შესაძლებლობა, შეხვდეთ ტექნოლოგიების სფეროს მოყვარულებს და პროფესიონალებს;
- კონკურენტული გარემო, სადაც მხოლოდ საუკეთესოები მოიპოვებენ გამარჯვებას!
- პრიზი: საუკეთესო ჰაკერი მიიღებს გეიმერულ ლეპტოპს Lenovo Legion Pro 5;
- თარიღი: 27 სექტემბერი;
- ადგილმდებარეობა: კავკასიის უნივერსიტეტი.
რეგისტრაციის დეტალები: მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მარტივი ვებგვერდის გატეხვა და დამალული რეგისტრაციის ბმულის აღმოჩენა. ეს თქვენი შანსია, პირველივე ნაბიჯიდან აჩვენოთ თქვენი შესაძლებლობები!
ღირებულება: მონაწილეობა სრულიად უფასოა და დაფინანსებულია ჩვენი სპონსორების მიერ.
ღონისძიების ორგანიზატორია კიბერუსაფრთხოების სამეცნიერო ასოციაცია – IT განათლების საუკეთესო პროვაიდერი საქართველოში.
ნუ გამოტოვებთ ამ უიშვიათეს შანსს, რომ დაიმკვიდროთ თქვენი ადგილი საქართველოს მოწინავე ჰაკერებს შორის! ტექნოლოგიების ყველა მოყვარულს, გამოცდილ პროფესიონალს თუ დამწყებ სპეციალისტს – ყველას გელოდებით ძალიან საინტერესო ღონისძიებაზე.
მზად ხართ, რომ იპოვოთ რეგისტრაციის ბმული?
კონტაქტები:
- +995 595339773, +995 595511355
- dolotovsky@gmail.com, miavich@cu.edu.ge