ჯანდაცვის მენეჯმენტის ვორკშოპი აბიტურიენტებისთვის

15 დეკემბერი 2023

15 დეკემბერს, 15:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის ჯანდაცვის მენეჯმენტის ვორკშოპი გაიმართება შემდეგ თემებზე: „რატომ და როგორ უნდა გავხდე კლინიკის მენეჯერი?“; „კლინიკის მენეჯერის კარიერა“; „როგორ გავხდი წარმატებული კლინიკის მენეჯერი“.

 

ვორკშოპს წარუძღვებიან: თენგიზ ვერულავა, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი; სოფო ხაჟომია, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი და მარიამ ვარდუკაძე, ჯანდაცვის მენეჯმენტის პროგრამის კურსდამთავრებული, ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკის ონკოჰემატოლოგიური დეპარტამენტის ადმინისტრაციული მენეჯერი.

 

ღონისძიების მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

 

ჯანდაცვის ვორკშოპში მონაწილეობისთვის, 11 დეკემბრამდე გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე.