ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული

7 დეკემბერი 2023

2-11 დეკემბერს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ტარდება  ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული.

 

აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, 7 დეკემბერს, 18:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის სასამართლო დარბაზში, დაგეგმილია  საჯარო ლექცია თემაზე:ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან მუშაობის სპეციფიკური ასპექტები - ინტეგრირებული მიდგომა სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან სამუშაოდ.

 

ლექციაზე მომხსენებლები იქნებიან: თეონა კუჭავა – გაეროს ბავშვთა ფონდის ბავშვთა დაცვის სპეციალისტი და ლევან დარბაიძე - მოსამართლე, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, სამართლის დოქტორი.

 

2023 წლის ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის პროგრამა შეგიძლიათ  იხილოთ ბმულზე.