საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის

31 მარტი 2023

31 მარტს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში აბიტურიენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება, რომელზე დასწრებაც შეუძლია თითოეულ დაინტერესებულ პირს.

 

შეხვედრაზე მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას კავკასიის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებისა და იმ უამრავი სიახლისა თუ შესაძლებლობის შესახებ, რასაც CU აბიტურიენტებს სთავაზობს.

 

დაინტერესებული აბიტურიენტები სკოლების დეკანებს შეხვდებიან, მოისმენენ დეტალურ ინფორმაციას საბაკალავრო პროგრამების შესახებ და მათთვის საინტერესო შეკითხვებზე მიიღებენ პასუხებს. რაც მათ დაეხმარებათ, რომ უკეთ გაეცნონ თითოეულ პროგრამას, შემდგომში კი გაუმარტივებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს.

 

შეხვედრის დასასრულს აბიტურიენტებს ექნებათ შესაძლებლობა დაათვალიერონ კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსი.

 

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

 

ღონისძიების დღეს მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 15:30 საათზე.