გაცნობებთ, რომ 4 დეკემბერს, 16:00 საათზე, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: “აირჩიე საფრანგეთი - სწავლება და დაფინანსების პროგრამები საფრანგეთში”. შეხვედრა ჩატარდება კავკასიის უნივერსიტეტის ორგანიზებით რომელსაც გაუძღვება კამპუს ფრანსის ხელმძღვანელი, ნათია მსხალაძე.
შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ კამპუს ფრანსის საქმიანობას და მიიღონ ინფორმაცია საფრანგეთში სწავლების შესახებ. ასევე, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ დასვან შეკითხვები და მიიღონ რეკომენდაციები საფრანგეთის წინა-სავიზო პროცედურების შესახებ.
შეხვედრა გაიმართება ქართულ ენაზე უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში (მე-4 სართული).
ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე 3 დეკემბრის ჩათვლით.
