23 დეკემებრს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, გაიმართება კავკასიის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი საერთაშორისო კვლევის ცენტრის“ ინტერდისციპლინური კვლევითი პროექტის - ვორონცოვის კულტურის პოლიტიკა: „ევროპეიზაციის“ რუსული გეგმა საქართველოში - შუალედური შედეგების პრეზენტაცია.
პროექტი ხორციელდება კავკასიის უნივერსიტეტის კვლევითი საქმიანობის შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსებით და მხარდაჭერით.
პრეზენატაციას წარმოადგენენ ეკა კიკნაძე (კავკასიის უნივერიტეტის ასოცირებული პროფ, ხელოვნებათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღვანელი და ნანა შარიქაძე კავკასიის უნივერიტეტის სოც მეცნიერებათა და ჰუმანიტარიის სკოლის აფილირებული ასოცირებულუ პროფ; ხელოვნებათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი;
პრეზენტაციაზე განხილული იქნება მიხეილ ვორონცოვის, რუსეთის იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გენერლის და დიპლომატის, საქართველოში მოღვაწე გენერალ-გუბერნატორის, მოღვაწეობა 1844-1854 წლებში. აღნიშულ პერიოდს ვორონცოვის ხანასაც უწოდებენ, რადგან მისმა ინიციატივებმა და რეფორმებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, როგორც რეგიონალურ მმართველობის, ასევე სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული დღის წესრიგის ჩამოყალიბებაზე. თუმცა, ვორონცოვის მმართველობის პერიოდი არაერთმნიშვნელოვანი ეტაპი იყო საქართველოს ისტორიაში. „რეფორმების“ უკან ნათლად ისახება რუსეთის იმპერიის კულტურის პოლიტიკა, რომელიც გავლენას ახდენდა ადგილობრივ კულტურულ ცხოვრებაზე და ამტკიცებდა რუსეთის იმპერიის გრძელვადიან დომინირებას XIX ს-ის საქართველოში.
ყურადღება გამახვილდება სამ - რელიგიურ, საჯარო და კერძო/ელიტარულ - სივრცეებზე, რომლებშიც ნათლად აისახა რუსეთის იმპერიის ხედვა და სტრატეგია. მსჯელობა მიმდინარეობს სიონის ტაძრის, თბილისის ოპერის თეატრში გაგარინის მიერ მოხატული ფარდის, საოპერო თეატრში ევროპული რეპერტუარის დანერგვისა და ელიტარული მუსიკალური სალონების (კერძო/ელიტარული სივრცე) მაგალითზე.
დასწრების მსურველები დარეგისტრირდით მითითებულ ბმულზე.
